ცნობილების ნაძვის ხეები - ნინო ჩხეიძის, გიორგი გასვიანის და მარიამ ვაშაძის დახვეწილი ნაძვის ხეები

საახალწლოდ სახლისა და სამუშაო სივრცის ორიგინალურად გაფორმება ერთგვარ შეჯიბრს დაემსგავსა. დღითიდღე ლამაზდება და ჭრელდება სოციალური ქსელი ცნობილი ადამიანების ნაძვის ხეებითა დაა სადღესასწაულო მორთულობებით.

გამორჩეულად დახვეწილი აღმოჩნდა ტელეწამყვან მარიამ ვაშაძის ნაძვის ხე. თეთრად დათოვლილი ხე, მარიამმა ოქროსფერი ყვავილებითა და ნათურებით გააფორმა, რაც ინტერიერს ისე ერწყმის, ნამდვილად ეტყობა გემოვნებიანი ადამიანის ხელი.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა არა მხოლოდ ნაძვის ხე დადგა, არამედ ბუხარიც მორთო საახალწლოდ
და სახლს სადღესასწაულო განწყობა შესძინა.

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ უზარმაზარი ნაძვის ხე, ტრადიციულად საკუთარ სტუდიაში ააწყო, ლამაზად გააჩახჩახა და ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

ახალი წლის დასახვედრად უკვე მზად არის დიზაინერი ლაშა ჯოხაძეც, ნაძვის ხის გარდა მან საახალწლო კუთხეც მოაწყო, რომელიც სანტა კლაუსის ფერებში - წითელსა და თეთრში გადაწყვიტა.

ასევე დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა კი, მაღაზია გააფორმა საახალწლო მოსართავებით, ნინო ჩხეიძის მსაგვსად მანაც ფერადოვნებაზე შეაჩერა არჩევანი, რასაც დამეთანხმებით ალბათ, რომ სიხალისე შემოაქვს.

თეკლა ჟვანია

კომენტარის დამატება