ეს პატარა სამსართულიანი სახლი გაგაოცებთ

თანამედროვე ადამიანების ინტერესი პატარა ზომის სახლების მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომაც ამერიკულმა კომპანიმა გადაწყვიტა, სწორედ პატარა ზომის სახლებზე გაეკეთებინა აქცენტი და შედეგიც დადო. ანალიზის გაკეთება კი თქვენთვის მოგვინდია.


ამ სახლის ფართი სულ რაღაც 37,3 კვ.მ-ია. გარედან ძალიან პატარა ჩანს, თუმცა შიგნიდან ნებისმიერი ადამიანის საცხოვრებელ პირობებს აკმაყოფილებს. მიუხედავად მინიატურული გაბარიტებისა, მშენებლებმა მოახერხეს და სახლში ყველაფერი პრაქტიკულად და ფუნქციონალურად არის განთავსებული. ეს სახლი თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ნებისმიერ სრულფასოვან კოტეჯს.



კომპანიამ სახლს ცოტა უცნაური სახელი, ჩიტის ბუდე შეურჩია, რადგან ციცქნა სახლი
ბუდეს უფრო წააგავს, ვიდრე საცხოვრებელ სახლს.


მშენებლობა ორ სახლს შუა არსებულ მცირე ზომის ვიწრო ნაკვეთზე მიმდინარეობდა. მოთხოვნა იყო, რომ სახლს უნდა ჰქონოდა პატარა ეზო და ჰარმონიულად შერწყმოდა არქიტექტურულად სხვა დანარჩენ სახლებს.



მთავარი სირთულე სახლის აშენების დროს გახლდათ არა ვიწრო ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო შენობა, არამედ დაქანების სოლიდური კუთხე, რომლის გასწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.



სამშენებლო კომპანიის კრეატიულმა გუნდმა საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. სახლს აქვს სამი სრულფასოვანი სართული, თუმცა მას აქვს რამდენიმე შესასვლელი, რომელიც სხვადასხვა ოთახებში შედის.



მისაღები ციცქნა სახლში თანამედროვე სტილშია გაფორმებული



ეს აბაზანაა





თუ სახლში შიდა ეზოთი შეხვალთ, პირდაპირ მეორე სართულზე აღმოჩნდებით, სადაც განთავსებულია მისაღები ოთახი, აბაზანა და საპირფარეშო, სრულფასოვანი სამზარეულო.





პირველ სართულზე სასადილოც კი არის.

მეორე შესასვლელიდან შესვლის შემთხვევაში კი აღმოჩნდებით პირველ სართულზე, სადაც განთავსებულია სამზარეულო და სასადილო.

პირველი და მეორე სართული ერთმანეთს შავი კიბით უკავშირდება. იმისათვის, რომ მეორე სართულიდან პირველზე მოხვდეთ, შავი კიბე უნდა გამოიყენოთ, ხოლო მეორედან მესამეზე ასასვლელად - ხის კიბე. მესამე სართულზე მდებარეობს საკმაოდ მყუდრო საძინებელი.





დიდი საწოლის ქვეშ გაკეთებულია სატავსო, მოხერხდა ასევე ვინტაჟური კომოდის დადგმაც, რომელიც ქმნის ქანთრის სტილს.

როგორც უკვე გითხარით, ეს გახლავთ კოტეჯის ტიპის სახლი, რომელც განთავსებულია მიწაზე და მას აქვს პატარა ეზოც, მოსასვენებლი ზონა.



მიუხედავად მცირე ზომებისა, სახლს აქვს ყველაფერი საიმისოდ, რომ ადამიანმა მოახერხოს სრულფასოვნად ცხოვრება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები