როდიდან გამოიდარებს საქართველოში და როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში

18 თებერვალს, დღის ბოლოდან კვლავ განახლდება ნალექი დასავლეთ საქართველოში, მთებში თოვლის სახით. აღმოსავლეთში კი ქარბუქია კვლავ მოსალოდნელი, ნალექითა და ნისლით. ამინდის გაუმჯობესება 20 თებერვლიდან დაიწყება.

- თბილისსში ძლიერი ქარი ხვალ, დღის ბოლომდე იქროლებს. უკვე ხვალ ღამით ჩადგება ქარი, 20-ში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურაც მოიმატებს 8-13 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში 20-ში იქნება მცირე ნალექი. 21 თებერვალს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშიც, - განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
თამუნა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება