ვიეტნამელმა მეწარმემ მოიფიქრა, რითი შეიძლება ჩაანაცვლოს პლასტიკატის საწრუპები

უკვე დამტკიცდა, რომ პლასტიკატის ბოთლები, საწრუპები და სხვა ნივთები 21-ე საუკუნის ჭირია. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ყოველწლიურად ოკეანეში 12, 7 მლნ ტონა პლასტკატი ჩადის, რაც თავისათავად დამღუპველად მოქმედებს წყალქვეშა სამყაროზეც.

მეცნიერები ძალ-ღონეს არ იშურებენ და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ეს საშინელი პლასტიკატი სხვა, ბევრად ჯანსაღი ნივთიერებით ჩაანაცვლონ. ჰოდა, სანამ მთელი ევროპა ფიქრობს, როგორ უშველოს სამყაროს ვიეტნამმა გამოსავალს მიაგნო. ამ ქვეყანამ ოკეანის დაბინძურების თვალსაზრისით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ერთ-ერთმა ვიეტნამელმა მეწარმემ გადაწვიტა კოქტეილის პლასტიკატის საწრუპების ნაცვლად მცენარის ღერები გამოეყენებინა, რომელიც ძალიან გავს
ჩვენთვის ასე საყვარელ საწრუპებს.

ასეთი მცენარე ვიეტნამში, მდინარე მეკონგის სანაპიროზე იზრდება. ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

იმისათვის, რომ საბითუმოდ გასაყიდი ღეროები პოლიეთილენში არ გაეხვიათ საამისოდ ბანანის ფოთლები გამოიყენეს.

რესტორნებში ეს ბუნებრივი საწრუპები, რაღა თქმა უნდა, ერთჯერადად იქნება გამოყენებული, აი, სახლში კი მისი მრავალჯერადად მოხმარებაც არის შესაძლებელი.
ასეთი ღეროები მაცივარში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ინახება. იმისათვის, რომ მან კიდევ უფრო დიდხანს გაძლოს იძლევიან რეკომენდაციას წამოადუღონ მარილიან წყალში, გააშრონ და ისე შეინახონ გრილ ადგილას.

დღესდღეობით ასეთი ღეროები მხოლოდ ვიეტნამში იყიდება, თუმცა მის საზღვრებს გარეთ გატანასაც ფიქრობენ.

მეწარმე ამბობს, " მე ვიცი, რომ ქაღალდის საწრუპები ეკოლოგიურად სუფთაა, თუმცა ის საშინლად უხერხული მოსახმარია და ამიტომაც გამოვიგონე ეს ღეროები".

აი, პროდუქტის ბანანის ფოთლებში გახვევის იდეა კი ახალი ნამდვილად არ გახლავთ, ის ვიეტნამში აპრობირებული მეთოდია და მას საუპერმარკეტებშიც კი მიმართავენ .

როდესაც ხალხი ხედავს ბანანის ფოთლებში გახვეულ საქონელს რწმუნდება, რომ ესა თუ ის პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და სწორედ მის შეძენაზე ფიქრობს, ამ მეთოდით არა მარტო ბოსტნეული იფუთება, არამედ ხორციც.

ასე რომ, ვიეტნამი ის შემთხვევაა, როდესც ითქმის, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. იმედია, ამ ქვეყანას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ და იქნებ, დედამიწასაც ეშველოს რამე.

კომენტარის დამატება