როგორი ამინდი გველოდება სააღდგომოდ? - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

აღდგომის დღესასწაულზე უამრავი ადამიანი რეგიონში მიემგზავრება, მეორე დღეს კი ყველა სასაფლაოზე გასასვლელად ემზადება. ამიტომ, ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, როგორი ამინდები გვექნება წელს სააღდგომოდ. ამის გასარკვევად shin.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურს დაუკავშირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოთხშაბათიდან, 24 აპრილიდან გამოიდარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ცალკეულ დღეებში იყოს წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 20-დან 25 გრდუსამდე.
27-28 აპრილს შაბათ-კვირას, აღდგომის დღესასწაულზე დღის მეორე ნახევრიდან დაახლოებით 16:00 საათისთვის მოსალოდნელია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაწვიმდეს, მათ შორის დედაქალაქშიც. 29 აპრილსაც საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მათ შორის თბილისშიც.

რაც შეეხება გასული რამდენიმე წლის ამინდის პროგნოზს, აღდგომას თოვლი არ ყოფილა, უფრო წვიმიანი ამინდები იყო. ამინდის მკვეთრ გაუარესებას სინოპტიკოსები არც ამჯერად ელოდებიან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები