ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­იკ­ლებს, შესაძლებელია სეტყვაც - ამინდის უახლოესი დღეების პროგნოზი

4 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პირ­ველ მა­ისს დე­და­ქა­ლაქ­ში, ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა-ელ­ჭე­ქით, ტემ­პე­რა­ტუ­რა 23-28 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

"პირ­ველ მა­ისს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­მოკ­ლე წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ამას­თან, აღ­მო­სავ­ლე­თის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვაც იყოს.

2 მა­ისს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 23-28 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - 25-30 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. ზო­გან ხან­მოკ­ლე წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თბი­ლის­ში, ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით. ტემ­პე­რა­ტუ­რა 27-28 გრა­დუ­სი
იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრე­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 3 მა­ი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­იკ­ლებს და უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან­მოკ­ლე წვი­მა-ელ­ჭე­ქით. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­ტყვა. დრო­გა­მოშ­ვე­ბით წვი­მი­ა­ნი ამინ­დი 4 მა­ი­სამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები