კარგად დაპროექტებული სულ პაწაწინა სახლი ყველაზე მყუდრო საცხოვრებელ ადგილად იქცა

ჩვენ მიერ აღწერილი პატარა კოტეჯი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საოცნებო სახლის მოწყობა პატარა ფართობზეც კი.



ეს საოცარი კოტეჯი ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ დააპროექტა, რომელიც სწორედ რომ პატარა სახლების დაპროექტებებით არის ცნობილი. ამ პროექტით კომპანიას სურდა დაემტკიცებინა, რომ სულაც არ არის აუცილებელი ბუნების განადგურება და დიდი ფართობი იმისთვის, რომ ადამიანმა შეიქმნას სასურველი, მყუდრო და კომფორტული გარემო.



ეს მინი კოტეჯი რედმონდის ერთ-ერთ საოცარ ბაღშია განთავსებული. გარედან ის პატარა ზომის ჩანს, თუმცა მასში თავისუფლად შეიძლება იცხოვროს 3-4-მა ადამიანმა.



სახლის მდებარეობის გათვალისწინებით ადამიანს
გაუჩნდება სურვილი დასახლდეს აქ და დატკბეს საოცარი ხედითა და ბუნებით.

ამ ზღაპრულ სახლში ყველაფერი გაგაოცებთ, დაწყებული ტერასით, სადაც მოწყობილია დასასვენებელი ზონა, დამთავრებული სამუშაო ზონით, რომელიც კიბეებთან არის განთავსებული სართულეებს შორის. სახლის დათვალიერებისას დარწმუნდებით, რომ გონივრული პროექტი და კრეატიული აზროვნება საოცრებებს ახდენს.


იმისათვის, რომ სახლი მორგებოდა გარემოს, სოფლის სტილის გათავლისწინებით, მას გაუკეთდა ღობე. ასეთი სტილი ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს.


სახლის გარე ფასადი, ბეჟი და თეთრი ტონების შერწყმით, იდეალურად უხდება ირგვლივ მდებარე საოცარ ბაღს.

დიდი ტერასა სახლის შესასვლელში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსასვენებელი ზონაა. მას ამშვენებს დაწნული ავეჯი.


სახლში გაგაოცებთ სივრცე, რადგან გარედან ის ძალიან პატარა ჩანს. ასეთი ვიზუალური ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მაღალი ჭერის, ბევრი ფანჯრისა და თეთრი ფერის შერწყმით.


აქვე არის პატარა ვერანდა, რომელიც უკავშირდება ნაწილობრივ სახლის შიდა ნაწილს და ნაწილობრივ ღია ტერასას. ამ ვერანდიდან იშლება შესანიშნავი ხედი საოცარი ბაღისკენ.


დანარჩენი სივრცე დაყოფილი ღია ზონებად, ერთ-ერთი გახლავთ მისაღები, სადაც განთავსებულია რბილი ავეჯი და ბუხარი.



სახლში მოწყობილია სრულფასოვანი სამზარეულოც, სადაც ყვეალფერია, რაც შეიძლება დასჭირდეს პროფესიონალ მზარეულსც კი.

საძინებლიდან შესანიშნავი ხედი იშლება ტერასაზე, რომელიც სახლის მეორე მხარეს არის გაკეთებული.



საოცარი ქათქათა თეთრი აბაზანის ადგილიც მოიძებნა ამ პატარა სახლში. ის სამრეცხაოს ფუნქციასაც ასრულებს.


განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ასევე მანსარდისკენ მიმავალი კიბე. კიბეებს შორის, ღია სივრცეში მოწყობილია პატარა ბიბლიოთეკა. ასე არა მარტო დაიზოგა ადგილი, არამედ შესანიშნავადაც გამოიყურება ვიზუალურად.


მანსარდაში მოწყობილია სრულფასოვანი საძინებელი. აქვეა მეორე აბაზანა.


ეს ერთი შეხედვით პაწაწინა სახლი მართლაც რომ შესანიშნავი ადგილია საცხოვრებლად.

კომენტარები

ზურა 2019-05-16 11:20
რა არის მანდ საკვირველი? ჩვენ რა შუა საუკუნეში ვცხოვრობთ? იყოს შესაბამისი ფინანსები და ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია სახლის მოწყობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები