რა გამოარჩევს სხვებისგან მდიდრულ ინტერიერს - დეტალები, რომლებითაც გამოარჩევენ მდიდრულ ინტერიერს

ყველა ადამიანი ცდილობს, სახლი, რომელშიც ცხოვრობს, მაქსიმალურად ლამაზად და კომფორტულად მოაწყოს. ზოგი საოცნებო რემონტს მთელ თავის ცხოვრებას უთმობს, ზოგი კი მინიმალიზმით კმაყოფილდება. თუმცა არსებობს დეტალები, რომელიც ახასიათებს მხოლოდ მდიდრულ ინტერიერს, საშუალო ფენის წარმომადგენელები ამ დეტალებზე მთელი ცხოვრება ოცნებობენ, შეძლებული ხალხი კი მას დაუფიქრებლად ყიდულობს.

1. ქოლგისა და ტროსტის ჩასადები
ეს დეკორის ძალიან ლამაზი და ძვირფასი აქსესურია. ის საჭიროა, თუმცა არა აუცილებელი.



2. ღვინის კარადა
ძვირფასი სასმელებით სავსე ლამაზ ღვინის კარადას მხოლოდ მდიდრულს სახლში თუ შეხვდებით. ასეთი კარადა არა მარტო იძლევა
საშუალებას სასმელი სათანადო პირობებში შეინახოთ, არამედ მათი დემონსტრირებაც მოახდინოთ. 



3. ბილიარდის მაგიდა
ბილიარდის მაგიდა მდიდრული სახლებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტია.



4. ოთახი გარდერობი
ადრე ასეთი ოთახი მდიდარი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ბოლო ხანებში ის საკმაოდ ბევრ ჩვეულებრივ ოჯახშიც ფუნქციონირებს.



5. საოჯახო ბიბლიოთეკა
მდიდრებს ძალიან უყვართ სახლში მდიდრული ბიბლიოთეკა. ლამაზი სტელაჟები და წიგნის თაროები მდიდრული სახლის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.



6. მარმარილო
მარმარილო სიმდიდრის ერთ-ერთ ატრიბუტად მიიჩნევა. საუბარია ნამდვილ მარმარილოზე. ის ძალიან აქტუალურია აბაზანის, კიბეების და საპირფარეშოს მოსაპირკეთებლად. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა.



7. ჭურჭლის დიდი ნაკრები
მდიდარი ადამიანების სახლებში ყოველთვის შეხვდებით მდიდრულ მრავალნაჭრიან ჭურჭლის ნაკრებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მწარმოებელი ქვეყანა და ბრენდი.



8. ეკოსტილი
ბუნების მოფრთხილება ახლა ძალიან მოდაშია. ბევრი მდიდარი ადამიანი ინტერიერის გასაფორმელად მხოლოდ ნატურალურ მასალას იყენებს, რომელიც არ აბინძურებს გარემოს. ნატურალური ხე, ნატურალური ქვა სახლში მართლაც რომ სიმყუდროვეს ქმნის, თუმცა ძალიან ძვირი საიმოვნებაა.



9. ანტიკვარიატი
ანტიკვარიატი ყოველთვის ძალიან აქტუალური იყო შეძლებული ადამიანებისთვის და არც დღეს კარგავს ამ თვისებას.



10. დიდი აკვარიუმი
აკვარიუმი მთელ კედელზე, რომელიც ოკეანერიუმს მოგაგონებთ, მართლაც რომ ფუფუნების საგანია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები