მსოფლიოს 5 უცნაური ნაგებობა, რომლის მნახველიც ვერ მიხვდება, რომ ის საცხოვრებელი სახლია


თითოეულ ადამიანს თვითგამოხატვის საკუთარი ხერხი აქვს. ზოგნი საკუთარი თავის გამოვლენას ხელოვნებაში ცდილობენ, ცეკვავენ, მღერიან ზოგი სხვა სფეროში აქტიურობს, აი, არქიტექტურას კი იშვიათად თუ მიმართვას ამ მიზნით ვინმე, არადა, ლამაზი და კომფორტული სახლის დაპროექტება ხომ ნამდვილად კარგი საშუალებაა საკუთარი თავის გამოსახატად.

ჰოდა, ამ ადამიანებმაც სწორედ არქიტექტურას მიმართეს, გამოხატეს საკუთარი მე და ყველას გაოცებაც მოახერხეს.

ასეთი სახლები ნამდვილად არსად გექნებათ ნანახი, ნამდვილად გაგაოცებთ და აღგაფრთოვანებთ.

1. ტყის სპირალი, გერმანია


ეს საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა 1990-2000 წლებში, გერმანიაში. მას სპირალის ფორმა აქვს, მის თავზე,
სახურავზე განლაგებულია კაფე და ბარი. თავად კომპლექსი ძალიან გავს ზღაპრულ სამყაროს. ის იზოლირებულია თანამედროვე სამყაროსგან, აქ არ არის სწორი ხაზები და კუთხეები.








2. ჯოკიაკარტე, ინდონეზია


ეს მსოფლიოს ყველაზე უნიკალური ნაგებობაა. ეს უჩვეულო სხლები ამერიკელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. სახლები განკუთვნილია მიწისძვრით დაზარალებული პირებისთვის.



ეს გუმბათოვანი სახლები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანა შექმნილი. Bბეტონის მასა იძლევა საშუალებას სახლის შიგნით 27 გრადუსი ტემპერატურა შენარჩუნდეს. ნაგებობა არის ძალიან მყარი და საიმედო.



3.სახლი კვერცხი, ჩინეთი, პეკინი


ამ უჩვეულო სახლი კვერცხის ნახვა კი ჩინეთში, კერძოდ პეკინშია შესაძლებელი ერთ-ერთი ოფისის წინ. ოფისის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ეკონიმია გაეკეთებინა სახლის ქირასა და სამსახურში მისასვლელ დროზე.



ამ სახლზე მან მხოლოდ 1000 დოლარი დახარჯა. სახლის კარკასი ბამბუკისგან არის დამზადებული. ზომის გათავალისწინებით სახლში არ არის არც აბაზანა და არც ტუალეტი. შხაპს ახალგაზრდა არქიტექტორი ოფისის აუზში ღებულობს, ტუალეტში კი უახლოს სავაჭრო ცენტრში მიემგზავრება.



4.სახლი პლანეტა დედამიწა, გაერთიანებული საემიროები



ეს უჩვეულო გლობუსის ფორმის სახლი კი არაბი შეიხის კოლექციის ნაწილია. სახლი საკმაოდ დიდი გაბარიტების არის, მისის სიმაღლე დაახლოებით 12 მ-ს აღწევს, სიგანე კი 20მ-ს.


სახლის ოთხივე სართული თანამედროვედ არის მოწყობილი. სახლში არის 9 საძინებელი, 9 აბაზანა და მისაღები ოთახი, ასვე არის ავტოფარეხი სადაც 4 ავტომობილი ეტევა.

5. სახლი სოკო, ცინცინატი, აშშ


ჩვეულებრივ სახლს ამ უცნაურ ნეგებობად საქცევად 14 წელი დაჭირდა. ამ სახლის ძირითადი მასალა ნატურალური ხეა.
სახლში არის აბაზანა, მისაღები და ერთი საძინებელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები