არქიტექტურული კლონები: ჩინეთში რიგი ცნობილი ქალაქების ზუსტი ასლები გაჩნდა


ჩინეთი ისე გაერთო კოპირების პროცესით, რომ უპრეცედენტო ექსპერიმენტის ჩატარებაც გადაწყვიტა, დაიწყო პლანეტის უცნობილესი ადგილების კოპირება. ახლა ჩინეთში მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნაობების თითქმის ზუსტი ასლების ხილვაა შესაძლებელი.

აქ შესაძლებლობა მოგეცემათ იხილოთ პარიზის ლამაზი ქუჩები, მანჰეტენის ცათამბჯენი, ვენეციის არხები, შვეიცარიის ალპური სოფლები.
გთავაზობთ ზოგიერთი ამ ასლის ფოტოს, დასკვნის გამოტანა კი მკითხევლისთვის მოგვინდია.

1. ფლორენცია, იტალია, სავაჭრო ცენტრი, ტიანცძინი



ის ზუსტად იმეორებს არა მარტო იტალიურ არქიტექტურას, არამედ ცნობილ არხებსაც, იტალიისთვის ასე ნაცნობ შადრევნებსა და მოედნებს.





2.  ქალაქი ჰაოკაო, ნიდერლანდები, შანხაი, პუდონგის რაიონი


ამ პროექტის
შესაქმნელად შანხაიში სპეციალურად იწვევდნენ ჰოლანდიელ სპეციალისტებს.

3. ჰალშტატი, ქალაქი ხუეიჩჯოუ



ავსტრიის ცნობილი სოფლის, ჰალშტატის ასლის დამთავრება ჩინეთში სულ რაღაც 7 წლის წინ დასრულდა. ეს ყველაზე სკანდალური პროექტია, რომელსაც ორიგინალი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მაინც შეძლო მოლაპარაკების სათავსოდ წარმართვა და ახლა ეს შეუდარებელი ასლი ჩინეთში არსებობს. ეს პროექტი დაახლოებით მილიარდი დოლარი დაჯდა.



4. პარიზი, ციანდუჩენე, ხანჯოუს პროვინცია



ამ პროექტისთვის 31 კვ.კმ გამოიყო. გარკვეული მიზეზების გამო ზომის სამჯერ შემცირება გახდა საჭირო, თუმცა კლონი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.
ქალაქის ამ ევროპულ ნაწილში პარიზის განმეორება გახდა შესაძლებელი.





5. შვეიცარიული კურორტი შენჩჟენეში, გუანდუნის პროვინცია



ჩინელებმა ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის ეს შვეიცარიული სოფელი შექმნეს. პირველ რიგში შეიქმნა ტბა და განთავსდა ხუთვარსკვლავიანი ფეშენებელური სასტუმრო გოლფის მოედნით, სპა სალონებით და საკუთარი მატარებლითაც კი. სულ კი ეკო ქალაქის ტერიტორიაზე 4 კლონი ოტელია შექმნილი, რამდენიმე სასტუმრო, სამი უზარმაზარი თემატური პარკი.



6.მინი მანჰეტენი ტიანცძინში



ამ საოცარი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, მშენებლობა გაურკვეველი ვადით დაკონსერვდა. ჩინეთმა ამერიკული ცხოვრება ჯერ ვერ მოირგო.

კომენტარის დამატება