რა უნდა იდოს 2020 წლის საახალწლო სუფრაზე და რისი გაკეთება არ შეიძლება

2020 წელი თეთრი ლითონის ვირთხის წელია. ეს არსება არა მარტო მოხერხებული და სწრაფი, საკმაოდ ცბიერიც არის. ის არასდროს ხდის საჯაროს საკუთარ სამომავლო გეგმებს. ვიღაცას ახალი 2020 წელი ძალიან რთულად მოეჩვენება, ვიღაცისთვის კი სამაგალითო ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცევა. საუკეთესო პერიოდი იქნება ემოციების მართვის და სირთულეებთან შეჭიდების თვალსაზრისით. დაემშვიდობეთ ილუზიებს და იქეცით რეალისტად, გამოიყენეთ ეს პერიოდი და ისწავლეთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან ადაპტირება - ეს დევიზი 2020 წელს ნებისმიერ სფეროსა და სიტუაციაში აქტუალური იქნება.

უახლოესი 12 თვის განმავლობაში მართვის სადავეებს ხელში ვირთხა აიღებს.
ეს ლითონის ვირთხის წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ  ვირთხას ჯავაშანიც საკმაოდ ძლიერი აქვს, მაშასადამე, სურთულეებს წარმატებით აისხლიტავს.

ამ ნიშნისთვის მთავარი შინაგანი მობილიზება და სიმშვიდეა. 2020 წელს ციფრები მეორდება, რაც აღნიშნული პერიოდის სირთულეს უსვამს ხაზს. ეს წელი ბევრისთვის იქნება ცოტა მისტიური, გაუგებარი, თუმცა უმჯობესია ამ უცნაურობებს გაგებით და შეგნებით მოვეკიდოთ. ამ წელს ბევრი ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, რაც გარკვეულწილად სტერეოტიპების მსხვრევასაც გამოიწვევს.

თეთრი ვირთხა ბუნებით ლიდერია, უყვარს პირველობა და ირგვლივ მყოფთა მორჩილება, მაგრამ თუ გონივრულად მოვიქცევით, სრულიად შესაძლებელი იქნება კატაკლიზმების თავიდან არიდება.

თეთრ ვირთხას კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია. თეთრი ფერი კი ინტელექტისა და სიბრძნის სიმბოლოა.

2020 წელი წარმატებული იქნება ფინანსური თვალსაზრისით. კარგი პერიოდია ფინანსების საქმეში, სხვადასხვა პროექტებში ჩასადებად. მოგება უკან პროცენტებით დაგიბრუნდებათ, უმნიშვნელო ხარჯებზე ფიქრი კი არ ღირს.

ხელსაყრელი პერიოდია ასვე უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად ან სარემონტოდ.

არც კარირული წინსვლისთვისაა ცუდი პერიოდი, გირჩევთ დასახოთ მიზნები და აქტიურად შეეცადოთ მათ განხორციელებას. ვირთხა არც ერთ შესაძლებლობას არ გაუშვებს ხელიდან.

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, თეთრი ვირთხა რომ არ გავანაწყენოთ?



თეთრ ვირთხას უყვარს ღია ფერები, გემრიელი საჭმელი და სილამაზე. ახალი წლის ღამეს უპირატესობა თეთრს ან ნაცრისფერს მიანიჭეთ. შავი ფერის გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, ფრთხილად იყავით, რომ არ გადააჭარბოთ. სტილი უნდა იყოს მოკრძალებული, ელეგანტური და დახვეწილი.
რაც შეეხება აქსესუარებს, შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრჭყვიალა, მოელვარე გულსაკიდი, საყურე ან თმის სამაგრი.
ლითონის ვირთხას მოსწონს ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ელვარებს.
ძალიან ეფექტური იქნეება ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ფეხსაცმელი.
რაც შეეხება ინტერიერს და ნაძვის ხეს, აქაც შეარჩიეთ თბილი და ნაზი ტონები. ვირთხას უყვარს ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

მაგიდაზე უნდა იდოს ბევრი გემრიელი კერძი, არ დაგავიწყდეთ ყველი. სუფრა ღია ფერის შეარჩიეთ და მაგიდა ბროლითა და ვერცხლით გააწყვეთ.

რა არ უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს?
  • არ დარეცხოთ ან დაამტვრიოთ ჭურჭელი
  • არ იჩხუბოთ, იკამათოთ სუფრასთან
  • ძალიან მცირე ოდენობის საჭმელი არ უნდა გქონდეთ სუფრაზე
  • არ გადაყაროთ დარჩენილი პროდუქტები
  • არ იყოთ მარტო ახალი წლის ღამეს
  • არ იფიქროთ ცუდზე და არ მოიწყინოთ

სად ვისთან ერთად უნდა შევხვდეთ 2020 წელს?



ვირთხას უყვარს მხიარული და ლამაზი წვეულებები, ახალი ურთიერთობები, სადაც შესაძლებლობა მიეცმა საკუთარი კომუნიკაბელურობის აფიშირების. უყვარს ცეკვა და მოლხენა.
თუმცა ვირთხა თავქარიანი და ცანცარა როდია, ახალი წლის შესახვედრად ის არ აირჩევს ძვირფას რესტორანსა თუ ბარს, ის უპირატესობას ლამაზს, დახვეწილ, ელეგანტურ კოტეჯს ან სახლს მიანიჭებს.
ძალიან კარგი იქნება ახალი წლის აღნიშვნა კოლეგებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე, სადაც მეორე ნახევართან ერთად წაბრძანდებით.

კომენტარები

Tatt 2019-11-15 10:33
Ra shuashia virtxa. Me var virtxis welshi arc nerviuli var arc wuwuraqi da var arc jmotaze. Eg adamianzea. Amitom tqvens zodiaqoebs mixedetbra visac negatiuri mosazrebebi gaqvT. Da chemi meugle idialurad grznobs chemtan ertad tavs.
მაკნატუნა 2019-11-08 15:30
გაქვს ხარჯავ არ გაქვს და ვერ დახარჯავ.... ვირთხა რა შუაშია ამ დროს
ზურა 2019-11-08 11:25
ფისუნიებს რა ვუყოთ ?
555 2019-11-08 07:15
ვირთხა ვირთხაა და მისი ლიდერობა არა,მაგრამ ქონების დაგროვება და წუწურაქობა გამიგია.თანაც საშინელი ნერვიულები არიან და ამას თანაცხოვრების დროს ხვდები.
მამაო ენუქი 2019-11-06 10:01
პროქტოლოგიაც ვერ უშველის ნაცქოცისტანს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები