როგორ გამოიყურება ავეჯი და ნივთები პრეზიდენტის რეზიდენციისთვის, რომლის ხარჯებმაც ქვეყანა აალაპარაკა

ახლახან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციის მოსაწყობად გაღებული ხარჯების შესახებ ინფორმაციამ ქვეყანა აალაპარაკა. ათონელის რეზიდენციის ინტერიერისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს მოხმარდა ძირითადად, ფარდებს, ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებს. მათი უმრავლესობა ანტიკვარულია. ამიტომ ყველა მათგანს რესტავრაცია დასჭირდა. შეძენილია თანამედროვე ავეჯიც.

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის დახარჯული სახელმწიფო რესურსის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის
    სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;
  • სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;
  • ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;

  • კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;
  • ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი - 59 000 აშშ დოლარი;
  • ოთხ ანტიკვარულ ჭაღში - ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა;
  • შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად - ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი - თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი - თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა - თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;

  • შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული - ფრანგული, 6 ერთეული - რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული - შუა აზიური;
  • პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);
  • შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი - 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან - თითოეულის ფასი - 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან - თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა - თითოეულის ფასი 41,9 ევრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

XXX 2019-12-07 13:52
"ორბელიანების ყოფილი სასახლე" – ისტორიული ძეგლია და ჯობდა მუზეუმს გადაცემოდა!
XXX 2019-12-07 13:50
"პრეზიდენტი იქ რომ შევიდა, ცარიელი კედლები დახვდა ..." - ხოდა იქ შეთრეულიყო სადაც ყველაფერი მზად იყო!!! რა მეტიჩრობა იყო ახალი რეზიდენცია... ბიძინას ხუშტური!!!
თენგო 2019-12-06 18:35
პრეზიდენტი იქ რომ შევიდა, ცარიელი კედლები დახვდა და ავეჟიც არ უნდა შეიძინოს? ტუ ეს ავეჯი, პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ სახლში მიაქვს? როგორც ორბელიანების სასახლე არის ძველი სტილით აშენებული, ისეთივე ანტიკვარიატი იყიდეს... უფრო გამიკვირდებოდა, ძვირადღირებული თანამედროვე ავეჯი რომ შეეძინათ...
ნატო 2019-12-05 01:26
მივესალმები ,სირცხვილია სტუმრები სჰესაფერის სა,სახლესჰი არ მიიგონ რა გინდატ ეხლა უბრალოსელი სკამები და სამფეხა ჯოჯო სკამები გინდატ რომ იკოს სასახლესჰიიიზალიან კარგი ტუ სჰეიზინეს სალომე სახლსჰი არ ცაიგებს სალომე ცავა მაგრამ კველაფერი სასახლესჰი დარცჰება რას იბოგმებიტ,
აღშფოთებულებს! 2019-12-04 04:15
ქალბატონი პრეზიდენტი ცდილობს, ორბელიანების ყოფილი სასახლე გააწყოს იმ სტილისა და ეპოქის შესაფერისი ავეჯით, რომელსაც ეს შესანიშნავი არქიტექტურული ძაგლი განეკუთვნება. ამ ავეჯს და ნივთებს ათეული წლები არ დასჭირდება განახლება და არც შინ არ წაიღებს. გაითვალისწინეთ ეს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები