რატომ მოძრაობს ესკალატორის სახელური უფრო სწრაფად, ვიდრე საფეხურები

ყველა ადამიანი შეამჩნევდა, რომ მეტროში ესკალატორზე სახელური უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე კიბეები. სახელური ზოგჯერ სწრაფად მოძრაობს, ზოგჯერ შედარებით ნელა, თუმცა არც ერთი ჩვენგანი დაფიქრებულა, რატომ ხდება ეს.

ალბათ იმასაც შეატყობდით, რომ ღრმა მეტროსადგურებზე ესკალატორზე მგზავრობისას ხელის რამდენჯერმე გადაადგილება გიწევთ.

სახელური და საფეხურები ერთი სიჩქარით რომ მოძრაობდეს, კიბიდან გადმოსვლის დროს მგზავრები სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ.
მიზეზი ინერცია - მოძრავი საფეხურებიდან გადმოსვლისას სხეულის სიჩქარე საკმაოდ მაღალია. ამ მომენტში რომ არ გაუშვათ ხელი სახელურს, შეიძლება დაკარგოთ წონასწორობა და დაეცეთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სახელური
იმავე სიჩქარით მოძრაობს, როგორც საფეხურები. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ სახელური 2-5%-ით სწრაფად მოძრაობს. ეს პარამეტრები ტექნიკურ რეგლამენტშია გაწერილი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები