სრული შერწყმა ბუნებასთან: ფილიპინებზე რესტორანი პირდაპირ ჩანჩქერში გახსნეს


ფილიპინებზე, ერთ-ერთი ხელოვნური წყალვარდნილის ძირში უნიკალური რესტორანი გაიხსნა. ახლა მსურველებს არა მხოლოდ ფილიპინური საოცარი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ, არამედ ბამბუკის ტივებზე გასეირნებაც. სტუმრებს ისე შეეძლებათ წყალში ჭყუმპალაობა, რომ მაგიდიდან ადგომაც კი არ დაგჭირდებათ, ასეთი სერვისი განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ.



რესტორანი ფილიპინების დედაქალაქის, მანილას მახლობლად მდებარეობს. ეს ალბათ ერთადერთი რესტორანია მსოფლიოში, რომელიც არანაირ დრესკოდს არ მოითხოვს. აქ თავისუფლად შეგიძლიათ ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე შესეირნება.



ეს ულამაზესი ადგილი ტურისტებს მართლაც რომ მაგნიტივით იზიდავს და ყველაზე მთავარი ის
არის, რომ საოცარო პეიზაჟებითა საოცარი კერძებით ტკბობა ერთდროულად არის შესაძლებელი და ამავდროულად წყლის პროიცედურების ჩატარებაც.



ბამბუკის პატარა მაგიდები პირდაპირ ჩანჩქერის ძირშია განთავსებული, შიგ წყალში.



ეს ხელოვნური ჩანჩქერი გახლავთ მდინარე ბულაკინზე.



ჯუნგლებში მოგზაურობის დროს, თუ რესტორანში შესვლასაც დაგეგმავთ აუცილებლად სათანადოდ უნდა აღიჭურვოთ, რადგან არა მარტო ფეხები დაგისველდებათ, რადგან იატაკის ნაცვლად წყალში მოგიწვთ სიარული, არამედ ტანსაცმელიც დაგისველდებათ წყლის შხეფებით.



თუმცა სტუმრებს ეს ფაქტი როდი აშინებთ, ფილიპინებზე არსებული ცხელი კლიმატის გათვალისწინებით ეს ადამიანებს მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები