რატომ არ აქვს კუბაზე სახლებს შუშის ფანჯრები


რა კარგია კუბაზე. ქვეყანა სიმდიდრით არ გამოირჩევა თუმცა ხალხს მაინც იზიდავს ლაჟვარდოვანი სანაპიროებით, კაშკაშა მზით, ეკზოტიკური ადგილებით, მდიდარი ისტორიითა და საინტერესო ხალხით.

ვინც ნამყოფია ამ ქვეყანაში აუცილებლად მიაქცევდ
ით ყურადღებას რომ სახლებს არ აქვს მინის ფანჯრები. დაინტერესებულხართ რატომ?
გეტყვით. საამისოდ არსებობს ამის სამი მიზეზი.

მიზეზი პირველი _ მატერიალური მდგომარეობა



მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც არ აქვს კუბაზე ფანჯრებს მინები არის ამ ქვეყნის მკვიდრთა მატერიალური მდგომარეობა. ამ ქვეყნის ისტორიის უმეტეს პერიოდში ის ნატოს მკაცრი სავაჭრო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
იმაზე საუბარი არ არის,
რომ ეს კუბას ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედებდა.
ჰოდა, სწორედ სიღარიბე გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც არ აქვს მოსახლეობას ფანჯრებზე შუშები.

მიზეზი მეორე _ კლიმატი



გაგიკვირდებათ, მაგრამ მეორ მიზეზი სითბოა. აქ მთელი წლის განმავლობაში ცხელა. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლი 25 გრადუსია. ტენიანი ჰავიდან გამომდინარე სახლებში ძალიან ცხელა და ოთახის განიავება ძალიან ხშირად არის აუცილებელი. მარტივი გამოსავალია შუშის არჩასმა. ამიტომაც აქ უფრო ჯალუზებს იყენებენ.

მიზეზი მესამე _ დანაშაულის დაბალი დონე



დანაშაულის მხრივ კუბა მართლაც საოცარი ქვეყანაა. ეს რეგიონი ქუჩის ბანდიტიზმთან ასოცირდება. წვრილმანი ქურდობები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ სახლის გაქურდვა ნამდვილად არ არის ამ მოსახლეობის დამახასიათებელი.

კომენტარის დამატება