როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

„ცხოვ­რე­ბა­ში, რამ­დენ­ჯე­რაც პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტე, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს გვერ­დი ვერც ერთხელ ავუ­ა­რე. მივ­ხვდი, რომ ეს არის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი, სა­სი­ცო­ცხლო ძალა, რო­მელ­თან ყოფ­ნაც ბედ­ნი­ე­რე­ბაა და რთუ­ლიც“ - გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია ბე­რი­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნე­ბა უზო­მოდ უყ­ვარს. ამას­თან, ამ სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო­ნას ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მისი ფო­ტოპ­რო­ექ­ტი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია. ნა­თია ბე­რი­ძე იმ ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს ამა თუ იმ ქარ­თუ­ლი ფილ­მის ესა თუ ის ეპი­ზო­დია გა­და­ღე­ბუ­ლი. პოვ­ნის შემ­დეგ კი ძველ­სა და ახალ კად­რებს შე­სა­და­რებ­ლად აჯ­გუ­ფებს, რომ ფილმში ასა­ხუ­ლი
ად­გი­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაჩ­ვე­ნოს. ეს საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა, მაგ­რამ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ინ­ტე­რე­სით და მონ­დო­მე­ბით აკე­თებს.

„ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­სა, თუ სხვა სა­ი­ნა­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა-შეგ­რო­ვე­ბა ბე­ბი­ას­გან მომ­ყვე­ბა - ის აგ­რო­ვებ­და იმ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ცე­მულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს, ღია ბა­რა­თებს და ყვე­ლა­ფერს, რაც ქარ­თულ ფილ­მსა და მსა­ხი­ო­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი კინო და თე­ატ­რი ჩვე­ნი ოჯა­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლია. წლე­ბის შემ­დეგ მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ბე­ბოს არ­ქი­ვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­სამ­დიდ­რებ­ლად, ეს საქ­მე გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა... 15 წელ­ზე მე­ტია, ვაგ­რო­ვებ ნე­ბის­მი­ერ მა­სა­ლას, იქ­ნე­ბა ეს პრე­სა, კი­ნო­ა­ფი­შე­ბი, თუ ფო­ტო­ე­ბი. ხში­რად დავ­დი­ვარ ძველ თბი­ლის­ში და ვი­ღებ უძ­ვე­ლეს­სა და უნი­კა­ლურ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს, ქუ­ჩებ­სა და ეზო­ებს, ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფერს, რაც ძველ თბი­ლის­სა და მის ეს­თე­ტი­კურ ფე­ნო­მენს უკავ­შირ­დე­ბა. ქარ­თულ კი­ნო­ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ესა თუ ის ად­გი­ლიც ასე ვი­პო­ვე, ზოგი და­გეგ­მი­ლად, უმე­ტე­სო­ბა კი - სპონ­ტა­ნუ­რად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­დი­ხარ თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რივ თბი­ლი­სურ ეზო­ში, მაგ­რამ სახ­ლის კი­ბის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხვდე­ბი, რომ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში თენ­გიზ აბუ­ლა­ძე ფილ­მს: „სხვი­სი შვი­ლე­ბი“ იღებ­და. ზო­გა­დად, ქარ­თულ კი­ნო­ში თბი­ლი­სი, მისი ეთ­ნო­სო­ცი­ა­ლუ­რი და მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცით, მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სო­ნა­ჟად მი­მაჩ­ნია. ის არა­ერთ კი­ნო­რე­ჟი­სორს შე­მოქ­მე­დე­ბით იმ­პულსს აძ­ლევ­და.

- არ არის ად­ვი­ლი, ასე გულ­და­გულ იარო და ეძე­ბო ეს ად­გი­ლე­ბი, მით უფრო, რომ თი­თო­ე­უ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან დღემ­დე რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლია გა­სუ­ლი...
- ნამ­დვი­ლად რთუ­ლია, დიდ დრო­სა და ენერ­გი­ა­საც მო­ი­თხოვს. ნა­პოვ­ნი ად­გი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღეს საგ­რძნობ­ლად შეც­ვლი­ლია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­და­უ­დე­ბელ რეს­ტავ­რა­ცი­ა­საც სა­ჭი­რო­ებს, რად­გან რამ­დე­ნი­მე წელ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია აღარც იარ­სე­ბოს... მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის „ქორ­წი­ლი“ ყვე­ლა ად­გი­ლი ვი­პო­ვე და გა­და­ვი­ღე. დარ­ჩე­ნი­ლი მქონ­და მხო­ლოდ სა­დარ­ბა­ზოს ეპი­ზო­დე­ბი, დიდ­ხანს ვე­ძე­ბე. შემ­დეგ ამ სახ­ლში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი და­მი­კავ­შირ­და და მი­მას­პინ­ძლა. უძ­ვე­ლე­სი სახ­ლის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბიც მი­ამ­ბო. გან­სა­კუთ­რე­ბით ის მა­ხა­რებს ხოლ­მე, როცა ეზოს გა­და­სა­ღე­ბად შევ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან - „იცით, ჩვენს ეზო­შია გა­და­ღე­ბი­ლი „ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი“, ან „დღე უკა­ნას­კნე­ლი დღე პირ­ვე­ლი“, „ფე­ო­ლა“, „ჩვე­ნი ეზო“ და ა.შ.

- გა­და­ღე­ბას რო­გორ გეგ­მავ, ფილმში ირ­ჩევ ად­გი­ლებს და მერე მი­დი­ხარ მათ მო­სა­ძებ­ნად?
- ხან რო­გორ, ხან - რო­გორ... მა­გა­ლი­თად: თე­მურ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­თან როცა ვსწავ­ლობ­დი (მო­გეხ­სე­ნე­ბათ „მზე შე­მოდ­გო­მი­სა“ ბა­ტო­ნი თე­მუ­რის ფილ­მია), ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ მი­თხრა იმ სახ­ლის მი­სა­მარ­თი, ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად რომ გა­და­დი­ან. ასე­ვე ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ვე­ძებ­დი თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილ­მის „მო­ნა­ნი­ე­ბა“ - ფი­ნა­ლურ კადრს, სა­დაც დიდი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის გმი­რი მი­დის, მერე დახ­მა­რე­ბა მე­რაბ ნი­ნი­ძეს ვთხო­ვე და ვნა­ხეთ კი­დეც, სა­დაც ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ვი­ღეთ. ქალ­ბა­ტო­ნი მაგ­და მჭედ­ლი­ძის დახ­მა­რე­ბით მოვ­ძებ­ნე სახ­ლის ეზო, სა­დაც ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი რე­ჟი­სო­რი ნანა მჭედ­ლი­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფილ­მს - „ვი­ღა­ცას ავ­ტო­ბუს­ზე აგ­ვი­ან­დე­ბა“ იღებ­და. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სახ­ლს და ზო­გა­დად უბანს ვე­ძებ­დი, სა­დაც „ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბია“ გა­და­ღე­ბუ­ლი და მთაწ­მინ­და­ზე სახ­ლთან ერ­თად, კე­დელ­ზე ფილ­მის პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ლე­ბით წარ­წე­რა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მარ­თა­ლია ცუ­დად იკი­თხე­ბა (გა­და­ღე­ბი­დან 50 წე­ლია გა­სუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია), მაგ­რამ ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს... მოკ­ლედ, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს იმ დგი­ლე­ბის პოვ­ნა, სა­დაც ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი რე­ჟი­სო­რე­ბი და­უ­ვი­წყარ ფილ­მებს იღებ­დნენ. დღეს­დღე­ო­ბით ათო­ბით ფილ­მის ად­გი­ლი მაქვს ნა­პოვ­ნი და არა­მარ­ტო თბი­ლის­ში. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები