სახლები ფარდებისა და სარეცხი მანქანების გარეშე - როგორ ცხოვრობენ უცხოელები კორპუსებში



ერთი შეხედვით საქართველოში და უცხოეთში მრავალსართულიანი სახლები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, სხვაობა აშკარად თვალშისაცემია. ალბათ საქართველოში იშვიათად შეხვდებით ისეთ კორპუსს, რომელსაც ექნება სპეციალური სამრეცხაო სარდაფი, სადაც მეზობლები სპეციალურად დაწესებული დროის მიხედვით სარგებლობენ ან სპეციალური კიბე ცხოველებისთვის, რათა მათი უფლებები არ შეიზღუდოს.  
მოდით, ცოტა უფრო დეტალურად გავეცნით ამა თუ იმ ქვეყნების მრავალსართლიანი სახლების პრინციპებს.

1. ჩეხეთი


ჩეხეთში აქტიურად მიმდინარეობს ძველი მრავალსართულიანი სახლების რეკონსტრუქცია. გარდა იმისა, რომ იღებება კორპუსების ფასადი, რკინის კარის მაგივრად ამონტაჟებენ თანამედროვე ტიპის შუშის კარებს.
სადარბაზოებიც უმეტესად შემინული კეთდება, რისი წყალობითაც კიბეებზე ყოველთვის არის სინათლე. პირველე სართულებზე ეწყობა ასევე სპეციალური შესანახი, სადაც მაცხოვრებლები საბავშვო ეტებსა თუ ველოსიპედებს ინახავენ.

2. შვეიცარია

შვეიცარიაში თვალში გეცემათ ღია, შეუმინავი აივნები, ასევე ის, რომ ფანჯრებს არ აქვს ჩვენთვის ასე ნაცნობი ფარდები. ფარდების მგივრად ამ ქვეყანაში სახლებს უმეტესად გარედან აქვს ხის დარაბები. სახლების უმეტესობაში ვერ შეხვდებით ისეთ ტექნიკას, როგორიც არის სარეცხის მანქანა. საქმე ის არის, რომ საამისოდ პირველ სართულზე ეწყობა სპეციალური სამრეცხაო და მეზობლები წინასწარ შერჩეული დროის მიხედვით სარგებლობენ. თითოეულ მეზობელს აქვს სპეციალური ტალონი, რომელშიც მისი დრო არის მითითებული.

შვეიცარიაში ახალაშენებულ სახლებს აქვთ კიდევ ერთი მახასიათებელი - აქ სამზარეულო და აბაზანა უკვე მოწყობილია და მყიდველს ახალ ნაყიდ სახლში ხვდება გამზადებული სამზარეულო, აღჭურვილი ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. თუ ჯერ დაუმთავრებელ სახლს იყიდით, გექნებათ საშუალება თავად შეარჩიოთ დიზაინი.
შვეიცარიაში კორპუსის კედლებს აქვს სპეციალური კიბე ცხოველებისთვის, რათა მათ უპრობლემოდ მოახერხონ სასეირნოდ გასვლა და შემდეგ სახლში დაბრუნება. შვეიცარიელები ძალიან აფასებენ დამოუკიდებლობას და ცდილობენ, რომ ეს შეგრძნება ცხოველებმაც გაიზიარონ.

3. იტალია

იტალიელები ორ ნაწილად იყოფიან - ერთნი, რომლებიც ირჩევენ ცხოვრებას კოლორიტულ სახლებში, რომელთაც სიძველის ელფერი დაკრავს და ნამდვილ იტალიელად აგრძნობინებს თავს. ეს სახლები ნამდვილად გამოდგება შესანიშნავ ფონად იტალიელებისთვის, თუმცა ეს ამ სახლების ერთადერთ პლუსად შეიძლება ჩაითვალოს, რადან ასეთ სახლებში მაცხოვრებლებს ძალიან ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. სიძველის გამო აქ ხან სახურავია გასაკეთებელი და ხან კომუნიკაციები გამოსაცვლელი, ასეთი სახლების თავიდან გარემონტება ძალიან ძვირი ჯდება.


და მეორე ტიპი იტალიელებისა, რომლებიც უპირატესობას ახალაშენებულ სახლებს ანიჭებენ. ამ შემთხვევაში არ არის რემონტის პრობლემა, თუმცა მინუსად შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდული ფართი და ასევე იტალიური კოლორიტის არქონა, რაც იტალიელთათვის ასეთი მნიშნელოვანია.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იტალიაში ვერ იქირავებთ ავეჯიან სახლს. საუბარი არ არის მხოლოდ საწოლზე, დივანსა თუ მაგიდაზე. ფულს იხდით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კედლებში. არანაირი სამზრეულო და აბაზანის ინვენტარი, რაც ჩვენთან დამქრავებლისთვის ბუნებრივი მოთხოვნაა.

ასევე იტალიაში ყველა ლიფტი ფასიანია. თუ სპეციალური მონეტა არ გაქვთ შეძენილი, ლიფტით ვერ ისარგებლებთ.
ასევე იტალიელებს აქვთ განსაკუთრებული იატაკის საფარი, ისინი უპირატესობას მარმარილოს ან ტერაკოტის საფარს ანიჭებენ. ეს მასალა შეგხვდებათ არა მარტო აბაზანასა თუ სამზარეულოში, არამედ ყველა ოთახში.

4. დიდი ბრიტანეთი

ინგლისისთვის დამახასიათებელია ტერასებიანი სახლები.
რატომ ასეთი სახლები, იმიტომ, რომ სახლები ძირითადად ერთმანეთზეა მიბმულ, რაც ეკონომიის მიზნით კეთდება და იძლევა საშუალებას თითოეულ ქუჩაზე უფრო მეტი სახლი განთავსდეს. გარდა ამისა, აცხოვრებლებიც სარგებლობენ გარკვეული უპირატესობით, ზამთარში, გათბობის დროს, გვერდითა კედლები თბება და მათ არ უწევთ მაღალი გადასახადის გადახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ტერასული ტიპის სახლს არ აქვს ეზო და ბაღი, ის შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე კოტეჯები.

5. ვიეტნამი


ვიეტნამში ძირითადად მაღალი და ვიწრო სახლებია. ალბათ გგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი მრავალსართულიანი სახლებია, სადაც ბევრი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ასე არ არის. ასეთი სახლი თითოეულ ოჯახს ეკუთვნის. როგორ წესი, ასეთი სახლები ძირითადად ოთხ, ხუთ ან ექვსსართულიანია. ჩვენთვის უჩვეულო სახურავის მაგივრად აქ ღია სივრცეა, სადა მოწყობილია ბაღი ან დასასვენებელი ზონა.
პირველ სართულზე, როგორც წესი, განთავსებულია მაღაზია, სილამაზის სალონი ან სუვენირების მაღაზია. თუ სახლის მეპატრონე მეწარმე არ არის, მაშინ პირველ სართულს სხვა დანიშნულება აქვს, მაგალითად ავტოფარეხის.
საინტერესოა, რომ აქ პოპულარული ტრანსპორტი არის არა მანქანა, არამედ მოპედი, რომელიც სწორედ ასეთ ფარეხებში ინახება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები