როდემდე გაგრძელდება საქართველოში თოვლი და ყინვა


საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს და ხვალ თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს. უფრო კონკრეტულად, როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში და როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდები, სააგენტოში გვიპასუხეს:

"ამაღამ მთელ საქართველოში თოვლი შენარჩუნდება. ხვალ თოვლია მოსალოდნელო დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამაღამ -3 + 2, მთაში -9 -4, მაღალ მთაში -13 - 8 გრადუსი იქნება. დღის ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0-5, მთაში -4 +1, მაღალ მთაში -8 -3. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში
ამაღამ -5 - 0, დღისით -1 - +4, მთაში ამაღამ -12 -7, დღისით -5- 0, მაღალ მთაში ამაღამ -15 - 10, ზოგან -19 გრადუსამდე, დღისით -10 - 5 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში ამაღამ -2 გრადუსი იქნება, თოვლით, დღისით უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ში. დღის ტემპერატურა -2+ 3 გრადუსია ნავარაუდევი. მომდევნო ერთი კვირა არამდგრადი ამინდი და ყინვა შენარჩუნდება." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
უახლოესი 10 დღის პროგნოზი თბილისისთვის ასე გამოიყურება:

კომენტარის დამატება