რა უნდა ჰქონდეს სახლში სიმყუდროვისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელს

საღამოს სახლში დაბრუნებულ დაღლილ ადამიანს მხოლოდ დასვენება და სიმშვიდე სჭირდება. აი, მოდუნებისა და განტვირთვის რეცეპტი კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს.
მყუდრო სახლი, ცხელი ყავა ან ჩაი, მოკრუტუნე ფისო, სასიამოვნო ხმადაბალი მუსიკა, აბაზანა და რომანტიული სანთლები - სიმყუდროვე ყველასთვის სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ზოგს საამისოდ კარგი წიგნი სჭირდება, ზოგს - კარგი ფილმი, ზოგს კი უბრალოდ ფანჯრის რაფაზე ჩუმად ჯდომა და ფანჯრიდან ყურება. თუმცა, ზოდიაქოს ყველა ნიშანს მხოლოდ ერთი ნივთი სჭირდება ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად.

ვერძი (21 მარტი-21 აპრილი)
ამ ცეცხლოვან ნიშანს სიმყუდროვეზე
თავისი განსაკუთრებული წარმოდგენა აქვს. ვერძს სახლში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუსიკალური სისტემა. მუსიკა ის არის, რაც ვერძს ენერგიის აღდგენაში ეხმარება, ცეკვა მისთვის პირველი განტვირთვის საშუალებაა.

კურო (21 აპრილი -21 მაისი)

კურო თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად საკუთარ სახლში, საკუთარ ლამაზ ბაღში და მცენარეებში გრძნობს. თუ ნამდვილი ბაღი არა, აივანზე მინი ბაღი მაინც უნდა ჰქონდეს.

ტყუპები (22 მაისი - 22 ივნისი)
ტყუპების იდეალურ სახლში აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო ბიბლიოთეკა. წიგნის ფურცლის გადაშლის ხმა ტყუპებს ისე ამშვიდებს, როგორც არაფერი სხვა.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბისთვის სიმყუდროვე თბილი ჩახუტებაა. ზოდიაქოს ამ ნინის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ, როდესაც ახლოს არის ისეთი ადამიანი ან ადამიანები, ვინც მას კარგად უგებს და ამშვიდებს. შიძლება ეს საყვარელი ძაღლი ან კატაც იყოს. სწორედ ამ დროს შეიძლება გაიგოს მან, რომ ის ვიღაცას უყვარს და ვიღაცას სჭირდება.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
იმისათვის, რომ ლომმა სათანადოდ შეაფასოს საკუთარი ფიზიკური ღირსება და ვიზუალი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში ტუალეტის მაგიდა და დიდი სარკე. ასევე ძალიან მნიშნელოვანია კარგი განათება, თუნდაც სელფისთვის. ლომი თავს უნდა გრძნობდეს ვარსკვლავად როგორც გარეთ, ისე სახლში.

ქალწული ( 24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ქალწულისთვის სიმყუდროვე და წესრიგი სინონიმებია. არეულ სივრცეში განტვირთვას ვერაფრით მოახერხებენ. ამიტომაც ისინი შეუდარებლები არინ სივრცის ორგანიზების დროს. ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა იდოს, ეს მათთვის მთავარია.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
სასწორის სახლში უნდა იყოს აბსოლუტური მინიმალიზმი. ასეთი გარემო მათ საერთოდ არ თრგუნავს. ერთი მთავარი მოთხოვნა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის არის საწოლი, არა უბრალოდ საწოლი, არამედ იდეალური საწოლი. მოხერხებული ბალიშები, პლედები და ა.შ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
მორიელის სახლში უნდა სუფევდეს რომანტიკა. მთავარი აქსესუარი რომანტიკისთვის კი არის სანთლები. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმის, რა ზომის და რა სურნელის მქონეა სანთელი. მორიელის სახლი უნდა იყოს რომანტიული და ცოტა იდუმალებით მოცული.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 22 დეკემბერი)

თუ მშვილდოსანს არ აქვს იმის საშუალება, რომ ადგეს და სასწრაფოდ გაემგზავროს სამოგზაუროდ, სახლში მაინც უნდა მოიწყოს ისეთი გარემო, რომ ვირტუალური მოგზაურობა მოიწყოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი გართობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თხის რქა ( 23 დეკემბერი - 20 იანვარი)
ვმუშაობ, ე.ი. ვარსებობ, - ეს გახლავთ თხის რქის დახასიათება. ზოდიაქოს ამ ნიშანს სახლშიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოწყობილი სამუშაო ადგილი და ეს ადგილი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იყოს მოწყობილი.

მერწყული ( 21 იანვარი - 19 თებერვალი)
მერწყულისთვის მთავარი არა მარტო სახლი, სახლიდან ხედია. ის ყველანაირად ცდილობს, რომ ხედი იყოს მაქსიმალურად ლამაზი, მომხიბვლელი. თუ მას ხედი არ აქვს, ის დეპრესიაში ვარდება. სამყარო უნდა გამოიყურებოდეს ისე, რომ მერწყულს გაუჩნდეს სურვილი გავიდეს ამ სამყაროში და დაიპყროს იგი.

თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)
ამ მგრძნობიარე არსებებისთვის ყოველთვის საინტერესოა შემოქმედება. იმისათვის, რომ თევზებმა სახლში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლამაზი ნივთები, იქნება ეს ქანდაკება, ნახატი თუ ხელოვნების სხვა ნიმუში. გარემომ თევზები უნდა დააკმაყოფილოს და შემოქმედებითად დამუხტოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები