რისი გაკეთება არ შეიძლება ჭექა-ქუხილის დროს

ჭექა-ქუხილი საკმაოდ საინტერესო მოვლენაა, ამ დროს ხშირად აღებენ ფანჯრებს, რათა გადაიღონ ფოტოები და განათავსონ სოციალურ ქსელებში.
თუმცა ჩვენ წინაპრებს ბუნების ამ მოვლენის ძალიან ეშინოდათ, რადგან ამ დროს წარმოიქმნება საკმაოდ ძლიერი ელექტრო მუხტი, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. რისი გაკეთება არ შეიძლება სახლში ჭექა-ქუხილის დროს?

ფანჯრის გაღება
სახლში შეიძლება შემოვარდეს ცეცხლოვანი ბურთი, ან შეიძლება ის ფარდებს წაეკიდოს. უფრო მეტიც, ცეცხლი სახლში ელექტრო სადენიდანაც შეიძლება შევიდეს. გარწმუნებთ, ცეცხლოვან ბურთს ძალიან დიდი საფრთხის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.
თუ უეცრად მსგავსი მოვლენის პირისპირ აღმოჩნდით, შეინარჩუნეთ
სიმშვიდე და მაქსიმალურად ფრთხილად გაეცალეთ სახიფათო ტერიტორიას.

ელექტრომოწყობილობების ჩართული დატოვება

ჭექა-ქუხილის დროს ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ყველა ელექტრომოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდეს. გირჩევთ ჩამრთველებიდან სადენებიც კი გამოაერთოთ. მით უმეტეს, თუ კერძო სახლში ცხოვრობთ.

მეტალის ნივთებთან შეხება
არც მეტალის ნივთებთან შეხებაა ამ დროს რეკომენდირებული. მეტალის ნივთმა შესაძლოა მიიზიდოს მეხი.

მობილურზე საუბარი

ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც ჭექა-ქუხილის დროს მობილურით მოსაუბრე ადამიანი დაზარალებულა ან სულაც გარდაცვლილა.

ასევე იხილეთ: როდის ვარდება მეხი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ თავი გადავირჩინოთ - ქართველი სპეციალისტის რჩევები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები