მასონების ამოტრიალებულ გუმბათი-ჭა, რომელზეც ლეგენდებს ყვებიან

პორტუგალიის მუნიციპალიტეტ სინტრაში მდებარეობს საოცარი კომპლექსი, კინტა და რეგალეირას ციხე-სიმაგრე. ციხესმაგრემ სახელი უცნაური გუმბათით გაითქვა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მიწის სიღრმეში მიემართება. მიწისქვეშა გვირაბების იდუმალ, მისტიურ სისტემას, გალერეასა და ჭებს ყველა დროისა და ხალხების იდუმალ, მასონურ საზოგადოებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სამყაროს ე.წ. ცენტრის პორტალი სწორედ ამ სიღრმეში შეიქმნა, რომლისკენაც მიმერთებოდა ციხის მთავარი ამოცანა, 27 მ სიღრმის ამობრუნებული კოშკი, რომელსაც მიძღვნის ჭასაც უწოდებდნენ.
გადმოცემის თანახმად, აქ ინიციაციის რიტუალები იმართებოდა.

პორტუგალიის არცთუ დიდი ქალაქი სინტრა ოდითგანვე ითვლებოდა მეფეებისა და დედოფლების საყვარელ
დასასვენებელ ადგილად, ასევე მასონების საიდუმლო თავშესაფარად.

პირველ შემთხვევაში ყველაფერი ჩვეულებრივი და ძალიან გასაგები იყო, აი მასონების გამოჩენის შემდეგ კი ეს ქალაქი მეგა პოპულარული გახდა.
ყველაფერი 1892 წელს დაიწყო, როდესაც ანტონი ოგუსტუ კარვალიუ მონტეირუს, მილიონერს, საქმოსანს, მეცენატსა და მასონს აზრად მოუვიდა ახლად შეძენილი კინტა და რაგალეირას ფერმის სასახლედ გადაქცევა.

საოცარი სასახლე ძალიან მალე აშენდა. შენობა ოთხ სტილს აერთიანებს - რომანულს, გოთიკურს, რენესანსსა და მანუელინოს. 4 ჰექტარ მიწაზე არანაკლებ შთამბეჭდავი ედემის ბაღია გადაჭიმული ულამაზესი ხეივნებით, ხელოვნური ტბებით ჩანჩქერებით, არხებითა და ხიდებით. ბაღში ასევე არის არაორდინალური არქიტექტურული ობიექტები და სკულპტურები.

მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთ კი მიწისქვეშა კომპლექსი აინტერესებთ, სადაც უხვად არის საიდუმლო სიმბოლოები, ლაბირინთები. მიუხედავად იმისა, რომ აქ უხვად არის მრავალი რელიგიის და მასონური სიმბოლიკ,ა ყველაზე საინტერესო მაინც ამობრუნებული კოშკია, მიძღვნის ჭაა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 27 მ სიღრმეზე ჩადის.

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ჭაში იმართებოდა მასონად კურთხევის ცერემონია. ამაზე მეტყველებს არა მარტო ობიექტის ფორმა, არამედ გამოცდაც, რომელსაც ყველა აბარებს, როდესაც მიუყვება სპირალისებურ გალერეას. ჭისკენ მიდის ორი გზა, ერთი კარიდან, რომელიც შენიღბულია, როგორც კლდე და მეორე გვირაბის სისტემით, სადაც ინტუიციურად უნდა მიაგნო სწორ მიმართულებას.

თუ ადამიანი ინიციაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტდა სინათლიდან სიბნელეში ჩასვლას, ამობრუნებულ კოშკში შესასვლელად ორიენტირად "ღვთიური ტერასა" უნდა აეღო, რომელსაც იცავს ორი კოშკი. მოპირდაპირე მხარეს, კლდეში, მდებარეობს კარი, რომელიც ზედა გალერეაში მიმავალ გზას ხსნის. სწორედ აქედან იწყებდა პრეტენდენტი ჭის ძირისკენ დაშვებას, რომელიც 9 15 საფეხურიანი სართულისგან შედგება. სწორედ ეს გახლდათ სიმბოლურად ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი და სამოთხე.

რაც უფრო დაბლა ჩადის ადამიანი, მით მეტად ვიწროვდება გზა. დღესდღეობით აქ ტურისტებისთვის ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ, ძველად კი ასე ნამდვილად არ იყო.

ვინც ჭის ფსკერს მიაღწევდა, ელოდა განსაკუთრებული სიმბოლოები - რვაქიმიანი ვარსკვლავი, მონტეირუს ოჯახის გერბი და კომპასი, რომელიც ყოველთვის აღმოსავლეთისკენ მიუთითებდა. კედელზე კი ადვილად შენიშნავთ მოციმციმე სამკუთხედს, მასონების ერთ-ერთ სიმბოლოს. გასავლელი გზის სირთულის გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ ეს გზა მიძღვნისა და ახლიდან დაბადების გზად მიიჩნეოდა. თუმცა ამ გზას ფილოსოფიური ახნაც გააჩნია, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოდის სიბნელიდან და სიბნელეშივე მიდის.

ყველაზე სასოწრაკვეთილთათვის, ვინც გვირაბის ბოლოს სინათლეს ეძებდა, იყო კიდევ ერთი წამახალისებელი გზა, ეს გზა ადამიანს ინტუიციურად უნდა აერჩია და თუ გამოიცნობდა, აუცილებლად მიიყვანდა სინათლემდე. საამისოდ საჭირო იყო ტბის გადაკვეთა.




1

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები