ნივთები, რომლებიც სახლში იღბალს იზიდავს

ნახეთ, რა უნდა გქონდეთ სახლში, რათა უფრო ბედნიერი იყოთ.
სახლის მოწყობის დროს გახსოვდეთ, ზოგიერთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალს აქვს უნარი სახლს შესძინოს არა მარტო მყუდროება და კომფორტი, არამედ ბედნიერებაც მოგიტანოთ. გთავაზობთ მსგავსი ნივთების ჩამონათვალს, ვისაც სჯერა, შეუძლია გადახედოს.

წითელი კარი
ფენ-შუის თანახმად, სამხრეთისკენ გამავალ წითელ ან ნარინჯისფერ სახლის კარს ბედნიერების მოტანა შეუძლია.
ჩრდილოეთისკენ გამავალ კარს შავ ან ლურჯ ფერად ღებავენ, დასავლეთისკენ - ნაცრისფრად ან თეთრად, აღმოსავლეთისკენ კი - ყავისფრად ან მწვანედ.

რბილი ქსოვილი
ამბობენ, რომ რბილ ქსოვილს აქვს უნარი ინტერიერს
სიმყუდროვე და მეტი კომფორტი შესძინოს. ამიტომ ნუ მოერიდებით ლამაზ და ფუმფულა პლედებს, საბნებსა და დეკორატიულ ბალიშებს.

სპილო
ეს უზარმაზარი კეთილი ცხოველი სიბრძნისა და წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევა და სახლში თუ გაქვთ, ძალიან კარგ ნიშნად ითვლება.

ცოცხალი ყვავილები


ცოცხალ ყვავილებს არა მარტო სიცოცხლე და დადებითი ენერგია შემოაქვს სახლში, არამედ, ფენ-შუის თანახმად, წარმატების და ბედნიერების ნიშანიც არის. შეგახსენებთ ასევე იმ ფაქტსაც, რომ ცოცხალი ყვავილები სახლს უარყოფითი ენერგიისგან წმენდენ.

ჭიამაია


ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჭიამაია ბედნიერების და წარმატების სიმბოლოა. ამიტომ ამ მწერის სულ პატარა ფიგურაც კი თქვენს სახლს ნამდვილად აავსებს პოზიტიური ენერგიით.

წრიული დიზაინი
ფენ-შუის სპეციალისტები გირჩევენ, მისაღებში ავეჯი წრიულად განალაგოთ.


თავისუფალი შესასვლელი

ეცადეთ, რომ სახლის შესასვლელი მაქსიმალურად თავისუფალი იყოს, რათა დადებითი ენერგია არაფერმა დააბრკოლოს.

სარკეები
ფენ-შუის თანახმად სარკეები სახლში დადებით ენერგიას იზიდავს.

თევზები

თევზები სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ გირჩევთ სახლში აკვარიუმი იქონიოთ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები