თურქი სულთნების უმდიდრესი სასახლე, რომლის მხოლოდ ჭერისთვის 14 ტონა ოქროა გამოყენებული - „შინ“-ის ჟურნალისტის გასეირნება დოლმაბაჰჩეში

„შინ"-ის ჟურნალისტი მერი ბლიაძე ცოტა ხნის წინ სტამბოლში იყო სამოგზაუროდ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დომბალბაჰჩეს სასახლე აღმოჩნდა, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთი მშვენებაა.


სასახლე ყველას აღაფრთოვანებს სიდიადით და ფუფუნებით. მერი გვიამბობს თავისი გასეირნების შესახებ და მის ნაამბობს მისივე გადაღებული ფოტოები ახლავს:


"ძალიან მინდოდა, თქვენთვის ეს სასწაული გამეზიარებინა.
დოლმაბაჰჩე არის თურქი სულთნების სასახლე, რომელიც აგებულია 1842-1853 წლებში, აბდულ-მეჯიდისთვის, რომელსაც აღარ მოსწონდა თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლის კომპლექსი და ბაროკოს სტილის სასახლე სურდა.

სასახლის მშენებლობა ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ექვივალენტი დაჯდა.
თოთხმეტი ტონა ოქრო, ოქროს ფირფიტების სახით, იქნა გამოყენებული სასახლის ჭერის მოვარაყებაში.
დღემდე ის უდიდესი სასახლეა თურქეთში დარბაზების ფართობის მიხედვით.

1856 წლიდან მოყოლებული, 1924 წელს სახალიფოს გაუქმებამდე სასახლეში ექვსი სულთანი ცხოვრობდა. უკანასკნელი იმპერატორი, რომელიც აქ ცხოვრობდა იყო ხალიფა აბდულმეჯიდ ეფენდი. 1924 წლის 3 მარტს მიღებულმა კანონმა სასახლე ახალი რესპუბლიკის ეროვნულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. მუსტაფა ქემალ ათათურქი, თანამედროვე რესპუბლიკის დამაარსებელი, სასახლეს საზაფხულო საპრეზიდენტო რეზიდენციად იყენებდა. ათათურქმა აქ გაატარა მისი უკანასკნელი დღეები და აქ გარდაიცვალა 1938 წლის 10 ნოემბერს.

სასახლის ცენტრალურ დარბაზში დაკიდულია მსოფლიოს უდიდესი ბოჰემური ბროლის ჭაღი, რომელსაც 750 ნათურა აქვს და 4,5 ტონას იწონის. აღსანიშნავია, რომ დოლმაბაჰჩეს ბოჰემიური და ბაკარას ბროლის ჭაღების უდიდესი კოლექცია აქვს მსოფლიოში. მისი მთავარი ფოიეს კიბესაც ბაკარას ბროლის სახელურები აქვს.
აქ ასევე ნახავთ მარმარილოს აბაზანებს და უძვირფასეს ჭურჭელს.
ეს იყო ერთ-ერთი ადგილი, რომელმაც მომაჯადოვა და მთელი გულით მინდოდა თქვენამდე მომეტანა".







კომენტარები

იაშა 2021-10-29 18:34
მეცინება საქართველოდან წაღებულ ოქროზე რომ ლაპარაკობთ. რა ოქრო რა პლატინა, რა ქეციანი ჯიბეგაფხეკილი ქვეყანაც ვართ ისეთი ვიყავით ადრეც. სად იყო საქართველოში სიმდიდრე? საქართველოს სიმდიდრე იყო ქართველი მოსახლეობა რომელსაც ეხლანდელი ჭიჭყიტიების წინაპრები ყიდდნენ თურქებზე.
teimuraz 2021-10-27 16:10
ra gchirt xalxo? es xom mshvenieria
კოტე 2021-10-26 01:25
სულ რუსეთი როგორ გელანდებათ? ისე ლაპარაკობთ, თითქოს თურქეთი ჩვენი მეგობარი იყოს!!!
პატრიოტი 2 2021-10-19 10:55
საქართველოდან ნაძარცვი, ყველაზე მეტი რუსეთსშია!!!
გულა 2021-10-17 17:58
ვინ იცის რამდენი ტონაა საქართველოდან ნაძარცვი?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები