ოცნების რეალობად ქცევა ყოველთვის რთული ამოცანაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარი და ოჯახის წევრები ცხოვრების შეცვლა გიწევს. მეისების წყვილმა, კეთილმოწყობილი 460 კვ.მ.-ის ფართობის ბინა დატოვა და ოთხ ბავშვთან ერთად საცხოვრებლად ძველ ავტობუსში გადავიდა.

საამისოდ წყვილს სკოლის ავტობუსის ხელახლა აღჭურვა და ბევრ საკითხზე შეხედულებების შეცვლა მოუწია.
კარიერულ ზრდას, პრესტიჟულ სამსახურს და ფართო, კომფორტულ სახლში ცხოვრებას ყოველთვის როდი მოაქვს ბედნიერება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის უფროსს დილიდან საღამომდე უწევს მუშაობა, როგორც ეს ილინოისის შტატიდან მეისების შემთხვევაში მოხდა.

4 შვილის მამა თავს არ ზოგავდა, რათა
ცოლ-შვილი ყველაფრით უზრუნველეყო, უზარმაზარი კოტეჯის დაქირავება და მოვლა-პატრონობა ადვილი საქმე ნამდვილად არ გახლდათ, ამისთვის მას დღეში 12 საათი უწევდა მუშაობა, ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო შეეცვალათ ცხოვრების წესი და თავი დაეღწიათ იმ დამოკიდებულებისგან, რომლითაც თანამედროვეების უმეტესობა იტანჯება - ნივთების დაგროვებისგან.

წყვილმა ტრანსფორმაციები დიდი ენთუზიაზმით მიიღო, გაყიდა ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დიდი ნაწილი, რომელიც დიდ სახლში ცხოვრების დროს შეიძინა. ეს თანხა ტრანსფორმაციის პროცესში დიდ დახმარებას გაუწევდა, რადგან ექვსი ადამიანისთვის და ერთი ძაღლისთვის საცხოვრებელი ფართის დემონტაჟი, იზოლაცია და აღჭურვა მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვდა.

ტრანსფორმაციის პირველივე პროცესებიდან წყვილმა გააცნობიერა, რომ ოცნება ბევრად უფრო ადვილი და სასიამოვნოა, მაგრამ მისი რეალობად ქცევა მნიშვნელოვანი პრობლემა და ძალიან შრომატევადი საქმეა. დილიდან საღამომდე მუშაობაში, ნათესავების, მეგობრებისა და საჭირო სპეციალისტების ჩართვით, მეისების ოჯახმა მხოლოდ ორი თვე და დაახლოებით 40 ათასი დოლარი დახარჯა, რომ ჟანგიანი ავტობუსი ნათელ და თანამედროვე ოჯახურ სახლად გადაექცია. როგორც კი ავტობუსი მზად იყო, ოჯახი მაშინვე გზას გაუყვა, რათა პირადად გამოეცადა ასეთ შეზღუდულ სივრცეში ბორბლებზე ცხოვრების ყველა სიხარული და სირთულე.

წყვილმა ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ შვილებს კომფორტულ პირობებში ეცხოვრათ. გადაკეთებული ავტობუსი აღჭურვეს მყუდრო და ელეგანტური მისაღები ოთახით, დივნებით, ფარული სათავსო სისტემებით (ძირითადად სათამაშოებისთვის, რადგან იმ დროს ბავშვები 2-დან 8 წლამდე ასაკის იყვნენ) და მათი დამატებით საძილე ადგილებად გადაქცევის შესაძლებლობით. ისინი განლაგებულია სალონისა და მძღოლის სავარძლის უკან, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს დასასვენებელი ადგილი დიდი ოჯახისთვის.

მათ სცადეს მისაღები ოთახის სრულფასოვან სასადილო ოთახად გადაქცევა, მაგრამ ამ პრაქტიკამ არ გაამართლა, რადგან სასადილო მაგიდის მუდმივი გაშლა და სკამების გამოყენება პრობლემად იქცა, რადგან ყველა ეს მანიპულაცია დღეში სამჯერ უნდა ჩატარებულიყო, რაც ძალიან მოუხერხებელი იყო.

დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ უჯრიანი მაგიდების გამოყენება და კარგ ამინდში გარეთ სადილის ორგანიზება ბევრად უფრო პრაქტიკული იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ავტობუსის სახურავზე ტერასაა მოწყობილი, რათა მათი კვება სასიამოვნო გარემოსა და თვალწარმტაცი ხედების თანხლებით იყოს უზრუნველყოფილი.