იურისტი ელენე ჩორგოლაშვილი გადაცემაში "შუადღე" სამეზობლო დავების შესახებ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავალბინიან კორპუსებში ადამიანებს ხშირად აწუხებთ:
- სამეზობლო სამართალი ძალიან საინტერესო თემაა. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ცდილობს, მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი მეტ-ნაკლებად დააბალანსოს და გადაწყვიტოს. სამეზობლო სამართალი, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დგას. მოვალეობასთან ერთად თმენის ვალდებულებაც გვაქვს. კოდექსში გაწერილია, რომ თუ თქვენი ინტერესი უმნიშვნელოდ ზიანდება, შესაძლოა, შეთანხმდეთ. თუ პირებს შორის შეთანხმება ვერ ხდება, ამისთვის არსებობს სასამართლო. ასეთ დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, შესაძლოა, მეზობელს
პირუტყვი ჰყავდეს და უვლიდეს, ან სახლში ელექტროწისქვილი ჰქონდეს და საკუთარ საქმეს აკეთებდეს. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ნეგატიური ზემოქმედება კანონის ფარგლებს სცდება, რეალურად ნამდვილად შემაწუხებელი და დამაზიანებელია მეზობლისთვის, ასეთ დროს კანონმდებლობით მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.
- თუ 5-სართულიან კორპუსში სახურავიდან წყალი ჩადის და მეხუთე სართულზე მცხოვრებლები ზიანდებიან, ქვედა სართულის მეზობლები კი ამბობენ, რომ ისინი ფულს არ დადებენ. ან ლიფტის შემთხვევაში, პირველი-მეორე სართულის მობინადრეები ამბობენ, რომ არ იყენებენ და მის გამართვაზე არ იზრუნებენ - რა ხდება ასეთ დროს?
- ზოგადად, მრავალბინიან კორპუსებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არსებობს. ის, რაც ინდივიდუალური საკუთრება არ არის, ლიფტი, სარდაფი თუ სახურავი, საერთო საკუთრებაა, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ვალდებულია, მათ მოვლა-პატრონობაში წვლილი შეიტანოს. იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ სხვა რამ. თუ ურთიერთშეთანხმება ვერ ხდება, უფლებების დაცვის საშუალება სასამართლოა. საბოლოო ჯამში, მაინც სასამართლოში წასვლა და დავის წარმოება გვიწევს. იქნება ეს მეზობლებისთვის კონკრეტული მოქმედების განხორციელების დავალება თუ ფინანსურად ხარჯის გაღება. შესაძლებელია, მესაკუთრემ, ვისაც წყალი ჩადის, შეაკეთოს, გაწიოს ფინანსური ხარჯი და შემდეგ ანაზღაურება მოითხოვოს.
- როგორ რეგულირდება ხმაური?
- ტექნიკური რეგლამენტი აკუსტიკური ხმაურის ნორმებსა და დასაშვებ ზღვარს აწესრიგებს. დღის განმავლობაშიცაა მოწესრიგებული, მაგრამ დეციბელების დასაშვებობის რაოდენობა განსხვავდება. შესაბამისად, ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე სტანდარტი მაღალია. 11 საათის შემდეგ წვეულება რომ მოაწყოთ, შესაბამისი წესები უნდა დაიცვათ. ამის კონტროლი მეზობლების ან სხვა მოქალაქეების მიმართვიანობიდან გამომდინარეობს. არსებობს სპეციალური მოწყობილობები და თუ დადგინდება, რომ ხმაური დასაშვებზე მაღალია, ჯარიმა ან გაფრთხილება დაგეწერებათ. განაგრძეთ კითხვა