რა დანიშნულება აქვს სინამდვილეში ჰობიტების სახლებს და რატომ ააშენეს ისინი უნგრეთში


ეს უჩვეულო შენობები 1737 წლიდან ამშვენებს უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ ბორცვს.
თანამედროვე ტურისტები მაშინვე ამოიცნობენ ხოლმე ჰობიტების სახლებს, უცნაურია, რომ ეს სახლები და თავად სოფელი ხალხისთვის არ არის აშენებული.


რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული, უნგრეთის ტერიტორიაზე მეღვინეობა აყვავდა, რამაც წინასწარ განსაზღვრა მთელი რეგიონის განვითარება, მისი ლანდშაფტი და არქიტექტურა. დიახ, არქიტექტურა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მეღვინეობის წყალობით, ქალაქი ტოკაი და მისის მიმდებარე ტერიტორია არა მხოლოდ მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების, არამედ განსაკუთრებული არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე საკუთარი ენის დამცველია.


ქალაქი ტოკაი და ვენახები
88000 ჰექტარზეა გადაჭიმული უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზემპლენის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ძირში. უძველესი დროიდან მას ტოკაჯ-ჰეგიალჯას ღვინის რეგიონს ეძახდნენ. 



ამ რეგიონში მევენახეობის განვითარებას ლუი VI (1287–1347) უწყობდა ხელს, მას ისე მოეწონა უნგრული ღვინო, რომ სურდა მხოლოდ ეს სასმელი მიეწოდებინათ მისთვის. აღსანიშნავია, რომ 1737 წელს უნგრეთის ეს ნაწილი აღიარებულ იქნა მსოფლიოში პირველ დახურულ ღვინის რეგიონად, ხოლო 2002 წელს იუნესკოს კომიტეტმა იგი ღვინის ისტორიული რეგიონის, ტოკაი ჰეგიალის კულტურულ ლანდშაფტად აღიარა.


ბოლო დროს ღვინის მწარმოებელი რეგიონი ცნობილ ტურისტულ ადგილად იქცა, გომბოს გორაკი და უცნაური სახლები მოგზაურთა დიდ ყურადრებას იმსახურებს.


იმდროინდელმა მეღვინეებმა ბევრი რამ იცოდნენ მეღვინეობის შესახებ, ისინი ღვინის ინახავდენენ არა ჩვეულებრივ სარდაფებში, არამედ ამ მთაზე, რადგან იგი შედგება ვულკანური ქანისგან - რიოლიტისაგან. ამ გარემოებამ აიძულა ხალხი გაეკეთებინათ ღრმა ხვრელები, რომელთა სიგრძე შეიძლება 10-დან 40 მეტრამდე, ხოლო გასასვლელში გაეკეთებინათ სამკუთხა სახურავი ხის კარით. ეს უჩვეულო დანამატები იპყრობს ტურისტების ყურადღებას, თუმცა ყველაზე საინტერესო თავად გომბოს გორაკის წიაღში დევს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები