რა გავლენას ახდენს ბინის ნომერი ადამიანის ბედზე - შეამოწმეთ თქვენი ნომერი

გჯერათ, რომ ბინის ნომერს ადამიანის ცხოვრების განსაზღვრა შეუძლია? ნუმეროლოგები კი ირწმუნებიან, რომ ეს შესაძლებელია. მოდით, გავეცნოთ ციფრების მაგიას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნუმეროლოგები ირწმუნებიან, რომ ციფრებს აქვთ უნარი განსაზღვრონ ადამიანის ცხოვრება, მისი ბედი. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სახლის თუ ბინის ნომერი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ყველა ციფრს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები.

გამოთვლა ხდება სპეციალური სქემის მიხედვით, მიჰყევით ამ სქემას, გამოთვალეთ თქვენი ნომერი და ნახეთ, რას ნიშნავს იგი.
მიუმატეთ სახლის, სადარბაზოს, სართულის და ბინის ნომერი ერთმანეთს, გააგრძელეთ მიმატება, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ.
მაგალითად: მაგალითად თუ თქვენი ნომრებია: სახლი 6, სადარბაზო 7, სართული 8 და ბინა 9, თქვენი ციფრი იქნება (6+7+8+9=30=3+0=3) 3.
თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, 11 ნომერში: 1+1=2
ახლა კი ვნახოთ, რას ნიშნავს თითოეული ციფრი

#1


ეს სახლი სავსეა ენერგიით, აქ თავს კომფორტულად გრძნობთ. იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ახალი ცხოვრების დაწყება სურს. ასეთ სახლებში, როგორც წესი, ოპტიმისტი ადამიანები ცხოვრობენ.


#2

ეს ციფრი იდეალურია წყვილისთვის, რომელსაც ერთად ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება აქვს დაგეგმილი. ორი ადამიანის ურთიერთობა და ენერგია ძალიან კარგად უზრუნველყოფს სამომავლო გამრავლებას. სახლი სავსეა სინათლით, ბედნიერებითა და სიხარულით.


#3

ამ ციფრის ზემოქმედების შედეგად მშვიდი და უენერგიო ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს არის ადგილი, სადაც ჩქეფს ემოციები, ოპტიმიზმი და სიცოცხლე. აქ უყვართ ხელოვნება და ურთიერთობები. 


#4

აქ კი წინა პლანზეა კარიერა და ფინანსები. ეს ციფრი ყველზე მეტად ოფისს მიუხდება. აქ სამსახური და საქმე პირველხარისხოვანია.


#5

ხუთიანი ის ციფრია, რომელიც ვერ იტანს შეზღუდულ სივრცეს, საზღვრებს, მას სჭირდება გაქანება, თავისუფლება. შესანიშნავი ადგილია წვეულებების და შემოქმედებითი საღამოების მოსაწყობად. როგორც წესი, ამ ნიშნის ქვეშ ცხოვრობენ წარმატებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.


#6

ეს ციფრი ყველაზე მეტად მზრუნველ, კეთილ ადამიანებს უხდებათ, რომლებიც მომსახურების ან დიზაინის სფეროში მუშაობენ. ასეთ სახლში მცხოვრები ოჯახის წევრები იქნებიან ერთმანეთთან სიყვარულსა და ჰარმონიაში.


#7

ინტროვერტი ადამიანისთვის უფრო შესაფერისი ადგილი არ არსებობს. თვითანალიზი, პირადი განვითარება, ჭეშმარიტების ძიება - ეს იმ ადამიანის დამახასიათებელი ნიშანია, ვინ ასეთ სახლში ცხოვრობს. სახლის ენერგეტიკა მთლიანად არის მიმართული ადამიანის შინაგან განვითარებაზე.


#8

ამ ნომრით სახლის ენერგეტიკას შეიძლება ვუწოდოთ მაგიური, ჯადოსნური. ამ სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის ფინანსები და ძალაუფლება პრიორიტეტულია. ადამიანები არიან დისციპლინირებულები და ამტანები. ინტერიერში უპირატესობას მუქ ფერებს ანიჭებენ.


#9

ეს კი ის ადგილია, სად ცხოვრობენ მუსიკოსები და პედაგოგები, პოეტები, ეზოთერიკოსები და ნუმეროლოგები. ამ სახლის მკვიდრნი გამოირჩევინ სიკეთითა და სიბრძნით, გონიერებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები