სტუმრად ბევრეთის მონასტერში

წმინ­და თეკ­ლას სა­ვა­ნე დე­და­ქა­ლაქ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სო­ფელ ბევ­რეთ­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ტყე­ე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მულ მთი­ან ხე­ო­ბას მდი­ნა­რე დიღ­მის წყალი ჩა­მო­უ­დის... წმინ­და თეკ­ლას სა­ვა­ნე­ში მარ­თ­ლაც სა­ოც­რე­ბა ვი­ხი­ლეთ, მსგავ­სი სუ­ლი­ე­რე­ბის კე­რა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იშ­ვი­ა­თად თუ მი­ნა­ხავს. ამ ად­გილს „კა­ლა­მო­ნი“ ეწო­და, რად­გან წმინ­და თეკ­ლა ან­ტი­ო­ქი­ა­ში, კა­ლა­მო­ნის მთა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. გულთბილად გვიმასპინძლა დე­და­თა მო­ნას­ტ­რის მოძღ­ვა­რმა და წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის შო­ბის სახელობის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რის წი­ნამ­ძღ­ვა­რმა იღუ­მე­ნმა იოვა­ნემ (ჩა­ჩი­ბა­ი­ა).

- 1995 წელს მი­ვი­ღეთ უწ­მი­ნდე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა მო­ნას­ტე­რი, რომ­ლის მფარ­ვე­ლად ავირ­ჩი­ეთ წმინ­და პირ­ველ­მო­წა­მე თეკ­ლა.

მო­ნას­ტ­რის­თ­ვის შე­ირ­ჩა ად­გი­ლი მცხე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბევ­რეთ­ში. სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე ნა­გე­ბო­ბა იდ­გა. მო­ნას­ტე­რი ჩვე­ნი სახ­ს­რე­ბით, ჩვე­ნი შრო­მითა და ღვთის­მოყ­ვა­რე სა­ე­რო პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით აშენდა. საცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და ერ­თი შე­ხედ­ვით, უცხო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძნელ­ბე­დო­ბის გა­მო, ძვე­ლი სა­მო­ნას­ტ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს, ნა­გე­ბო­ბის გეგ­მის შედ­გე­ნის დროს გა­მო­ვი­ყე­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხის: მთა­თუ­შე­თის, ფშავ-ხევ­სუ­რე­თის, სვა­ნე­თის, დიდ­გო­რის მთი­ა­ნე­თის, რა­ჭის და სხვათათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი. აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რე­ბი­სა და ცი­ხესი­მაგ­რე­ე­ბის დეტალები. ასე­ვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ათო­ნის წმინ­და მთის მო­ნას­ტ­რე­ბის, იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტ­რის, მაცხოვ­რის საფ­ლა­ვის ეკ­ლე­სი­ისა და პეტ­რი­წო­ნის ქარ­თ­ველ­თა მო­ნას­ტ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლიც. ნა­გე­ბო­ბა გა­და­ხუ­რუ­ლია იმე­რუ­ლი კრა­მი­ტით და ანა­ნუ­რის ქვით. ეს ქვა აქა­უ­რი მკაც­რი კლი­მა­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ზე უფ­რო შე­სა­ფე­რი­სია.



ყოვ­ლად­წ­მი­ნდა ღვთის­მ­შობ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სა­სო­ე­ბის ნიშ­ნად, უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით, ავა­შე­ნეთ ყოვ­ლაწ­მი­ნდა ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძა­რი, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეკ­ლე­სი­ა­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი და კერ­ძოდ, კვე­ტე­რის ეკ­ლე­სი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ტა­ძა­რი, კვე­ტე­რის ეკ­ლე­სი­ის მსგავ­სად, აშე­ნე­ბუ­ლია სტა­ლაგ­მი­ტუ­რი კლდის ქვით, ში­რი­მით. ღვთის­მ­შობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში მდე­ბა­რე­ობს ორი ეკ­ვ­დე­რი - წმინ­და პირ­ველ­მო­წა­მე თეკ­ლა­სი და წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის სა­ხე­ლო­ბი­სა, რად­გან ჩვენ ვთვლით, რომ ეს წმინ­და­ნე­ბი ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ოხ­ნი და მფარ­ველ­ნი არი­ან. წმინ­და თეკ­ლას სა­ხე­ლო­ბი­საა დე­და­თა მო­ნას­ტე­რი, ხო­ლო წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის შო­ბის სა­ხელს ატა­რებს მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სის კურ­თხე­ვით და­არ­ს­და მცხე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ წო­დო­რე­თის მახ­ლობ­ლად, 2009 წელს და რო­მელ­შიც ოთხი მო­ნა­ზო­ნი ვცხოვ­რობთ.

წმინ­და თეკ­ლას დე­და­თა მო­ნას­ტ­რის ეზო­ში, ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით, ავა­შე­ნეთ წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მცი­რე ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც X სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი მარ­ტ­ვი­ლის ჩიქ­ვა­ნე­ბის კა­რის ეკ­ლე­სი­ის ას­ლია.

წმინ­და თეკ­ლას სა­ვა­ნის მო­ნას­ტ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა 2007 წელს დას­რულ­და. დღე­ის­თ­ვის მო­ნას­ტერ­ში 11 მო­ნა­ზო­ნი და 6 მორ­ჩი­ლი ცხოვ­რობს. მო­ნას­ტ­რის ცხოვ­რე­ბის ხერ­ხე­მა­ლი არის ერ­თო­ბის სუ­ლი, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ძმათ­მოყ­ვა­რე­ბა, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა, ერ­თ­მა­ნე­თის სიმ­ძი­მის ტვირ­თ­ვა.



მო­ნას­ტე­რი ცხოვ­რობს მა­მა­თა­გან დად­გე­ნი­ლი წე­სით, ლოც­ვი­თა და შრო­მით. მო­ნაზ­ვ­ნებს აქვთ ლოც­ვის პი­რა­დი კა­ნო­ნი, რო­მელ­საც ღა­მით სე­ნა­კებ­ში ას­რუ­ლე­ბენ. ყო­ველ­დღი­უ­რად აღეს­რუ­ლე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის ტი­პი­კო­ნი მწუხ­რით იწყე­ბა და შედ­გე­ბა მწუხ­რის, სე­რო­ბის, შუ­ა­ღა­მი­ა­ნის, ცის­კ­რის, ჟამ­ნე­ბი­სა და ლი­ტურ­გი­ი­სა­გან. ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად აღეს­რუ­ლე­ბა პა­რაკ­ლი­სი და ღვთის­მ­შობ­ლის და­უჯ­დო­მე­ლი. მო­ნაზ­ვ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის დრო­საც და სე­ნა­კებ­შიც ლო­ცუ­ლო­ბენ სამ­შობ­ლოს კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, ყო­ველ­თა შე­სა­წევ­ნე­ლად - ცოცხალ­თა და მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის, შე­მომ­წირ­ველ­თა და კე­თი­ლის­მ­ყო­ფელ­თათ­ვის. იმ შე­მომ­წირ­ველ­თათ­ვის, რო­მელ­თაც მო­ნას­ტ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვით, თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ დად­გე­ნილ დღე­ებ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აღეს­რუ­ლე­ბა წირ­ვა და მო­ნა­ზონ­თა მომ­დევ­ნო თა­ო­ბებ­საც ან­დერ­ძად გა­და­ე­ცე­მა, რომ ეს წე­სი ყო­ველ­თ­ვის და­ცულ იქ­ნას.

ღვთის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის გარ­და, მო­ნას­ტ­რის­თ­ვის შე­მო­სავ­ლის წყა­როა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა, ფი­ტო­თე­რა­პია, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე, რო­მელ­საც აწარ­მო­ე­ბენ მო­ნას­ტ­რის წევ­რე­ბი. მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ნი­შან­დობ­ლი­ვია ლოც­ვი­სა და შრო­მის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა. მო­ნას­ტერ­ში შრო­მაც ლოც­ვის, ანუ ღმერ­თ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა, ამი­ტომ ყო­ვე­ლი საქ­მე საღ­ვ­თოა. მო­ნაზ­ვ­ნე­ბი და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან ხელ­საქ­მით (ხატ­წე­რა, ქარ­გ­ვა, მი­ნან­ქა­რი, კერ­ვა, გა­მომ­ცემ­ლო­ბის საქ­მე), პი­რა­დი მორ­ჩი­ლე­ბე­ბით - აქ ერ­თ­მა­ნეთს ერ­წყ­მის გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შრო­მა, რაც გან­ტ­ვირ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც იძ­ლე­ვა. მო­ნას­ტ­რის წევ­რე­ბი ერ­თობ­ლი­ვა­დაც შრო­მო­ბენ (მა­გა­ლი­თად: სან­თ­ლის კე­თე­ბა, ბაღ-ბოს­ტ­ნის მოვლა, ზამ­თ­რის­თ­ვის შე­სა­ნა­ხი პრო­დუქ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა, თაფ­ლის ამო­ღე­ბა, მო­ნას­ტ­რის ტე­რი­ტო­რი­ის და­ლა­გე­ბა).

მო­ნას­ტერს აქვს თა­ვი­სი პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი გეგ­მე­ბიც: გა­მომ­ცემ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მომ­ლოც­ველ­თა მი­სა­ღე­ბი­სა და ეზოს მოწყო­ბა, ახა­ლი სატ­რა­პე­ზოს, ახა­ლი სე­ნა­კე­ბის და სას­ნე­უ­ლოს აშე­ნე­ბა. პერ­ს­პექ­ტი­ულ გეგ­მა­ში შე­დის აგ­რეთ­ვე ეკ­ლე­სი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა: მო­ნა­ზონ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე წმინ­და გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის ღირ­სი დე­დე­ბი­სა და მა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის აგე­ბა, წმინ­და იოვა­ნე ოქ­რო­პი­რის ეკ­ლე­სი­ის აღ­დ­გე­ნა, წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა, შე­ნო­ბის აგე­ბა წყალ­კურ­თხე­ვის ჭურ­ჭ­ლის­თ­ვის, მო­ნას­ტ­რის გა­ლავ­ნის დას­რუ­ლე­ბა.



მო­ნას­ტერ­ში მო­დი­ან მომ­ლოც­ველ­თა ჯგუ­ფე­ბი და ტუ­რის­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან. მო­ნას­ტერს აქვს მა­თი გა­მას­პინ­ძ­ლე­ბი­სა და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სი. მომ­ს­ვ­ლე­ლე­ბი თბილ, მშვიდ, სი­ხა­რუ­ლი­სა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­რე­მო­ში ახალ ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას იღებენ თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მებ­ში სიმ­შ­ვი­დის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რა­საც ბუ­ნე­ბის სი­ლა­მა­ზეც უწყობს ხელს.

წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის შო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი დიღ­მის ხე­ო­ბის და­საწყის­ში, წმინ­და თეკ­ლას სა­ვა­ნი­დან 7-8 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე, ნათ­ლის­მ­ცემ­ლის მთას­თან, სო­ფელ წო­დო­რე­თის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. ეს მო­ნას­ტე­რიც, რა თქმა უნ­და, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბით ხელ­მ­ძღ­ვწა­ნე­ლობს, მა­მე­ბი დე­და­თა მო­ნას­ტერს ეხ­მა­რე­ბი­ან მძი­მე ფი­ზი­კურ, სა­მე­ურ­ნეო და სამ­შე­ნებ­ლო საქ­მე­ებ­ში. მო­ნას­ტ­რის ეზო­ში დგას წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის თა­ვის კვე­თის მცი­რე ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც გა­და­ხუ­რუ­ლია მო­ჭი­ქუ­ლი ცის­ფე­რი კრა­მი­ტით. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ გა­სულ წელს, მო­ნას­ტ­რის ხარ­ჯე­ბით და შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, არ­ქე­ო­ლო­გის - ბა­ტონ შო­თა ირე­მაშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით და პრო­ფე­სორ - ბა­ტონ ვახ­ტანგ ჯა­ფა­რი­ძის კონ­სულ­ტა­ცი­ით, ნათ­ლის­მ­ცემ­ლის მთის ძი­რას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნან­გ­რე­ვე­ბის ირ­გ­ვ­ლივ მო­ეწყო არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც მიკ­ვ­ლე­ულ იქ­ნა VIII-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მცი­რე დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სია, ვნა­ხეთ უვ­ნე­ბ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სა­კურ­თხევ­ლის ტრა­პე­ზი, რო­მელ­ზე­დაც ბოლ­ნუ­რი ჯვა­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ეკ­ლე­სია წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის სა­ხე­ლო­ბის იქ­ნე­ბო­და და გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ნა­მოღ­ვა­წარ ად­გილ­ზე გან­თავ­ს­დე­ბა ჩვე­ნი მო­ნას­ტე­რი.



წმინ­და თეკ­ლას დე­და­თა და წმინ­და იოვა­ნე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის შო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რე­ბი მა­თი და­არ­სე­ბი­დან ვიდ­რე დღემ­დე, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ზო­გა­დი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­სა­ებრ იღ­წ­ვი­ან და ის­წ­რა­ფვი­ან სა­უ­კუ­ნო მიზ­ნის­კენ, რა­თა გახ­დ­ნენ უფ­ლის სათ­ნომ­ყო­ფელ­ნი და ღირ­ს­ნი სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბი­სა. კი­დევ ერ­თხელ გვსურს, გა­მოვ­ხა­ტოთ უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა ჟურ­ნა­ლის მეს­ვე­ურ­თა მი­მართ. დაე, ღმერ­თ­მა და­ლო­ცოს თქვე­ნი შრო­მა და დაე ღმერ­თ­მა მოგ­ვ­ცეს ყვე­ლას - ერის­კა­ცებ­საც და მო­ნაზ­ვ­ნებ­საც მი­სი სიტყ­ვი­სა­ებრ ცხოვ­რე­ბის ძა­ლა.

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

კომენტარები

მანანო 2019-10-01 21:44
მადლიანი ადგილი,მათი ლოცვით ვდგავართ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები