რომელ საჩუქრებს შეაქვთ სახლში უსიამოვნება და ნეგატიური ენერგია

ახალმოსახლეობა შესანიშნავი საშუალებაა კიდევ ერთი ლამაზი წვეულების გასამართად. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დღესასწაული, ის წარმოუდგენელია საჩუქრების გარეშე. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ხოლმე, რომ საჩუქარი იყოს საჭირო და სასარგებლო, რომ გავახაროთ მასპინძელი. თუმცა საჩუქრის არჩევა ფაქიზი საქმეა - და ეს არ ეხება მხოლოდ გემოვნებას. არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთი ტიპის საჩუქარს შეუძლია nნეგატიური ენერგიის მოზიდვა. ზოგ ადამიანს ამის სჯერა, ზოგსაც მხოლოდ ღიმილს გვრის, თუმცა, მოდით, ვნახოთ, რასთან მიმართებაში ჯობს სიფრთხილის გამოჩენა.

სარკე


სარკესთან ბევრი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული. ითვლება, რომ ახალ სარკეს შეუძლია
ბოროტი სულების მოზიდვა, ძველს კი შეუძლია გადასცეს წინა მფლობელების ენერგია და გარდაცვლილთა სულებსაც კი ინახავს. გარდა ამისა, ნებისმიერი სარკე ჩხუბისა და განშორების სიმბოლოა.

ბასრი საგნები


სარკის მსგავსად, ბასრი საგანი შესაძლოა გახდეს ჩხუბისა და უბედურების "მაგნიტი", გამოიწვიოს ოჯახში უთანხმოება. ამიტომ დანებისა და მაკრატლის ჩუქება ცუდ ნიშნად ითვლება.

საფულე და ფული


ეს ის ნივთებია, რომელთა ჩუქებას აღნიშნული შემთხვევისთვის არ გვირჩევენ, ითვლება, რომ შესაძლოა ამან ოჯახს უსიამოვნებები მოუტანოს.

მარგალიტის სამკაულები


მარგალიტი ქალის ცრემლის სიმბოლოდ არის მიჩნეული, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მსგავსმა საჩუქარმა შესაძლოა დიასახლისის ცრემლები გამოიწვიოს და ჯობს თავი შევიკავოთ.

საათი


ითვლება, რომ ახალმოსახლეობაზე ნაჩუქარმა საათმა შესაძლოა მის მეპატრონეს მარტოობა მოუტანოს. ასევე მიიჩნევენ, რომ ნაჩუქარი საათი სიცოცხლის წლებს იპარავს. ალბათ, უმჯობესია მსგავსი საჩუქრის ჩუქებისგანაც თავი შეიკავოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები