ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძი­სა და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის პირ­ვე­ლი კოც­ნის ად­გი­ლას აგე­ბუ­ლი სახ­ლი

იმ ად­გი­ლას, სა­დაც პირ­ვე­ლად გა­კო­ცებ, სახლს ავა­შე­ნე­ბო, - 81 წლის წინ უთ­ქ­ვამს მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის­თ­ვის და და­ნა­პი­რე­ბიც შე­ას­რუ­ლა.

სახ­ლი ფიქ­რის გო­რა­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა მხო­ლოდ საცხოვ­რე­ბე­ლი, არა­მედ უამ­რა­ვი ხე­ლო­ვა­ნის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ გა­იხ­ს­ნა ერ­თი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რი “ვე­რი­კო”, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი არას­დ­როს აკ­ლ­და...

სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და კო­ტე მა­ხა­რა­ძე ერ­თი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რ­ში პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან­ვე მო­ნოს­პექ­ტაკ­ლებს წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. სო­ფი­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, ერთ წე­ლი­წად­ში, თე­ატ­რ­მაც შეწყ­ვი­ტა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა. არა­და, მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი შთამ­ბეჭ­და­ვი სპექ­ტაკ­ლი ახ­სოვს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას აზი­ა­რებ­დ­ნენ: მურ­მან ჯი­ნო­რია,

მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, გო­გი გე­გეჭ­კო­რი, დუ­ტა სხირ­ტ­ლა­ძე, ელ­დი­ნო სა­ღა­რა­ძე და სხვე­ბი...



მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მი 1979-1992 წლებ­ში სო­ფელ დი­ღომ­ში არ­სე­ბობ­და. 1992 წლის 23 სექ­ტემ­ბ­რი­დან კულ­ტუ­რის ამ კე­რამ ბი­ნა და­ი­დო თბი­ლის­ში, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა #16-ში. აქ, 1935 წლი­დან სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი ოჯახ­თან - მე­უღ­ლეს­თან, შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

1992 წლი­დან პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად და­ეთ­მო სახლ-მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლად ასა­ხავ­და ორი დი­დი ხე­ლო­ვა­ნის - მი­ხე­ი­ლი­სა და ვე­რი­კოს შე­მოქ­მე­დე­ბას.

1987 წელს კო­ტე მა­ხა­რა­ძემ ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის ერ­თი მსა­ხი­ო­ბის თე­ატ­რი და­ა­არ­სა. 1992 წლამ­დე ის ავ­ლა­ბარ­ში, ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის შე­ნო­ბა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და, 1996 წლი­დან კი თე­ატ­რი უბი­ნა­ო­ბის გა­მო, ფიქ­რის გო­რა­ზე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სახლ-მუ­ზე­უ­მის ორ დარ­ბაზ­ში გან­თავ­ს­და. მა­შინ ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი სუ­რა­თე­ბი და ფო­ტომა­სა­ლა შე­ნარ­ჩუნ­და, და­ცუ­ლი იყო ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ოთა­ხიც.

მუ­ზე­უ­მი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მაგ­რამ ახ­ლა მას ეს ფუნ­ქ­ცია აღარ აქვს. რო­გორც ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ამ ჩვენ­თან სა­უ­ბრისას აღ­ნიშ­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ­ში მას კვლავ მი­ე­ცე­მა ­მუ­ზე­უ­მის სა­ხე, მა­ნამ­დე კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად და, ასე ვთქვათ, ში­ნა­ურ გა­რე­მო­ში უმას­პინ­ძ­ლე­ბენ ყვე­ლა მსურ­ველს, ვი­საც ხე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხის საცხოვ­რებ­ლი­სა და სა­მუ­შაო გა­რე­მოს გაც­ნო­ბა მოესურვება.



ამ სახ­ლი­სა და ჭი­ა­უ­რელ-ან­ჯა­ფა­რი­ძის ოჯა­ხის ამ­ბა­ვი ასე და­იწყო: ვე­რი­კო და მი­შა პირ­ვე­ლად ერ­თ­მა­ნეთს სა­გა­რე­ჯო­ში შეხ­ვ­დ­ნენ. იქ გი­ორ­გი ჯა­ბა­დარს თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია ჰქონ­და გახ­ს­ნი­ლი. 24 წლის მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას ასე იხ­სე­ნებ­და: “მო­დი­ო­და ქა­ლი დი­დი ნა­ბი­ჯე­ბით. ეც­ვა აბ­რე­შუ­მის გრძე­ლი კა­ბა. ვერ გა­ი­გებ­დი, თვა­ლე­ბით ვის უყუ­რებ­და, ოდ­ნავ მოზ­რ­დი­ლი ცხვი­რი, უწეს­რი­გოდ, ფა­ფა­რი­ვით გად­მოყ­რი­ლი თმა... ყვე­ლას მოგ­ვე­სალ­მა და მო­მეჩ­ვე­ნა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით მე შე­მომ­ხე­და. მე მას პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი... და ვხე­დავ­დი მხო­ლოდ მას. ეზო­ში, მწვა­ნე­ზე ჩა­მოვ­ს­ხე­დით ყვე­ლა­ნი. მოხ­და ისე, რომ ვე­რი­კო ჩემ­თან ახ­ლოს დაჯ­და. ბედ­ნი­ე­რე­ბას გან­ვიც­დი­დი და არ მეს­მო­და, რას ნიშ­ნავ­და ეს... ჯა­ბა­დარ­მა ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ობს სთხო­ვა, რა­მე წა­ე­კითხა. ვე­რი­კომ სას­ტი­კი უარი გა­ნაცხა­და. სთხოვ­დ­ნენ ჩვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბიც... “ვთხოვ, იქ­ნებ, და­მი­ჯე­როს”, – გა­ვი­ფიქ­რე და თით­ქ­მის ჩურ­ჩუ­ლით ვთქვი: მეც გეხ­ვე­წე­ბით-მეთ­ქი. მან ერ­თი შე­მომ­ხე­და და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­იწყო... რა­ტომ და­იწყო მა­ინ­ც­და­მა­ინც მა­შინ, რო­ცა მე ვთხო­ვე? არ ვი­ცი... ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი... მე ტა­ში არ და­ვუ­კა­რი, და­ვი­ხა­რე და ხელ­ზე ვა­კო­ცე...”

იმ დღი­დან მათ შო­რის დი­დი გრძნო­ბა გაჩ­ნ­და. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მე­რე, ერ­თ­მაც შექ­მ­ნა ოჯა­ხი და მე­ო­რე­მაც. ბევრს შრო­მობ­დ­ნენ და ორი­ვემ თავ-თა­ვის საქ­მე­ში გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი. ცალ-ცალ­კე ყოფ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ჩანს, მათ შო­რის გრძნო­ბა არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა, დიდ­ხანს ვერ ბე­დავ­დ­ნენ ოჯა­ხე­ბი­დან წა­მოს­ვ­ლას... ბო­ლოს მა­ინც შეძ­ლეს, ყუ­რადღე­ბა არ მი­ექ­ცი­ათ ჭო­რე­ბის, რის­ხ­ვი­სა და გა­კიცხ­ვი­სათ­ვის და ერ­თად ყოფ­ნა გა­დაწყ­ვი­ტეს. ორი ხე­ლო­ვა­ნი ვე­რა­ზე, ფიქ­რის გო­რა­ზე და­სახ­ლ­და. მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა სახ­ლი იმ ად­გილ­ზე ააშე­ნა, სა­დაც პირ­ვე­ლად აკო­ცა ვე­რი­კოს. მა­შინ იქ არა­ვინ ცხოვ­რობ­და, გამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი მხა­რე ბევ­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თბი­ლი­სე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი სა­სე­ირ­ნო ად­გი­ლი იყო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი თა­ვად შექ­მ­ნა, უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­სა და შემ­დეგ უკ­ვე საცხოვ­რებ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი­სა და დი­ზა­ი­ნის მოწყო­ბა­ში.



მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა ქარ­თულ სცე­ნა­ზე 60-ზე მე­ტი რო­ლი შე­ას­რუ­ლა და 30-მდე სპექ­ტაკ­ლი დად­გა, პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და ქან­და­კე­ბასა და ფერ­წე­რაში. ქან­და­კე­ბა იაკობ ნი­კო­ლა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით შე­ის­წავ­ლა, შემ­დეგ ცოდ­ნა დრეზ­დენ­ში გა­იღ­რ­მა­ვა. ამის დას­ტუ­რია კედ­ლებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი მი­სი ნა­ხა­ტე­ბი და თა­რო­ებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბე­ბი. ამა­ვე სახ­ლ­ში იყო სა­ხე­ლოს­ნოც, სა­დაც მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი დიდ დროს ატა­რებ­და.

სამ­სარ­თუ­ლი­ან სახლს ორი შე­სას­ვ­ლე­ლი აქვს, ქუ­ჩი­დან და ეზოს მხრი­დან. ჭი­ა­უ­რელ-შენ­გე­ლა­ი­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა პირ­ვე­ლი და მე­სა­მე სარ­თუ­ლია. რო­ცა სო­ფი­კომ და კო­ტემ პირ­ველ სარ­თულ­ზე თე­ატ­რის გა­კე­თე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს, საცხოვ­რე­ბე­ლი მე­სა­მე სარ­თულ­ზე მო­იწყ­ვეს და სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი იქ გა­ა­ტა­რეს.

სახლს ჯერ ქუ­ჩის მხრი­დან ვუდ­გე­ბით. რო­გორც კი ზღურბლს გა­და­ა­ბი­ჯებ და ხის რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხურს აუყ­ვე­ბი, პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მოგ­ხ­ვ­დე­ბა, შტა­ტივ­ზე მდგა­რი ძვე­ლი კა­მე­რაა. 70 წელ­ზე მე­ტი ხნი­საა და ოჯა­ხის ერ­თ­გ­ვარ სიმ­ბო­ლო­დაა ქცე­უ­ლი. ის­ტო­რი­უ­ლი კა­მე­რა კი­ნო­ა­ფი­შე­ბი­სა და წი­ნაპ­რე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­რე­მოც­ვა­შია მოქ­ცე­უ­ლი.

შემ­დეგ იმ ოთახ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი, რო­მე­ლიც უწინ მი­სა­ღე­ბი იყო, მე­რე თე­ატ­რის დარ­ბა­ზად იქ­ცა და ახ­ლა კვლავ პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და­იბ­რუ­ნა. ერთ-ერთ კე­დელ­ზე ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ფო­ტოა, მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ამ ახ­ლა­ხან რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ავე­ჯი კვლავ ისე გა­ნა­თავ­სა, რო­გორც ბე­ბი­ას დროს იდგა.

ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში რე­მონ­ტია, ნივ­თე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სარ­დაფ­ში ინა­ხე­ბა.



პირ­ველ სარ­თულ­ზე სულ ხუ­თი ოთა­ხია. ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ძი­ნებ­ლე­ბის გარ­და, აქ გა­მორ­ჩე­უ­ლია ორი სივ­რ­ცე - მი­სა­ღე­ბი და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის კა­ბი­ნე­ტი.

აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო - მარ­თა­ლია, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი სახ­ლის­თ­ვის ავეჯ­საც იძენ­დ­ნენ და სხვა ნივ­თებ­საც, მაგ­რამ ინ­ტე­რი­ე­რის მდიდ­რუ­ლი იერი, ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ან სხვა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბი დი­დად არ აინ­ტე­რე­სებ­დათ. მა­თი სახ­ლი იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ასე ვთქვათ, პრაგ­მა­ტუ­ლი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით სავ­სე. მო­დერ­ნი იყო ის სტი­ლი, რო­მე­ლიც ორი­ვეს ერ­თ­ნა­ი­რად იზი­დავ­და.

მი­სა­ღებ­ში კედ­ლებ­ზე ხე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხის პორ­ტ­რე­ტე­ბის გარ­და, სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­ცაა გა­მო­ფე­ნი­ლი. ხის ძვე­ლე­ბურ მა­სი­ურ კა­მოდ­ზე ლამ­პებს, შან­დ­ლებ­სა და სა­ფერ­ფ­ლე­ებს შო­რის, მო­სე თო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვ­რო-სა­ხე­ლოს­ნო სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჩუ­ქა­რი ცაა ხე­ზე ამოკ­ვე­თი­ლი წარ­წე­რით: “სა­ხალ­ხო არ­ტისტს ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს, მცი­რე­დი სა­ჩუ­ქა­რი შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით”.

მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის კა­ბი­ნე­ტის ცენ­ტ­რა­ლუ­რი “ფი­გუ­რა” რო­ი­ა­ლია. “რო­ი­ალ­თან ყვე­ლა­ზე ხში­რად სო­ფი­კო იჯ­და, ან მი­სი მე­გობ­რე­ბი... მომ­დევ­ნო წლებ­ში მას­ზე და­უკ­რავთ სა­შა კორ­სან­ტი­ას და და­თო ევ­გე­ნი­ძე­ს. დი­დი ხნის წინ, ჩე­მი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ უკ­რავ­და ამ რო­ი­ალ­ზე რიხ­ტე­რი”, - მიყ­ვე­ბა ნი­კუ­შა შენ­გე­ლაია.

რო­ი­ალ­ზე ნი­ან­გის ფი­გუ­რას შე­ნიშ­ნავთ. კო­ტე მა­ხა­რა­ძეს აჩუ­ქე­სო, მე­უბ­ნე­ბი­ან. ად­რე ნი­ან­გი მა­ყუ­რე­ბელს თე­ატ­რის შე­სას­ვ­ლელ­ში “ხვდე­ბო­და”, ახ­ლა დრო­ე­ბით რო­ი­ალ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა.

ეზოს მხრი­დან თე­ატ­რის შე­სას­ვ­ლელ­ში, სა­დაც უწინ ბა­რი იყო, ახ­ლა რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნი­კუ­შა შენ­გე­ლაია კედ­ლებ­ზე კი­ნო და თე­ატ­რა­ლურ აფი­შებ­თან ერ­თად სო­ფი­კოს ფო­ტო­ე­ბის გა­მო­ფე­ნას გეგ­მავს. ასე­ვე პირ­ველ სარ­თულ­ზე, იქ, სა­დაც უწინ ვე­რი­კოს ოთა­ხი იყო, მო­ეწყო­ბა მსა­ხი­ო­ბის ექ­ს­პო­ზი­ცი­აც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კუ­შამ ოჯა­ხის კუთ­ვ­ნი­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მუ­ზე­უმს გა­დას­ცა, სახ­ლ­შიც უხ­ვი მა­სა­ლა დარ­ჩა და ამი­ტომ სურს, ის გა­რე­მო შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც აქ ბე­ბია-ბა­ბუ­ის დროს იყო.

კა­ბი­ნეტ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას კედ­ლებ­ზე ყან­წე­ბი კი­დია, ამ­გ­ვარ ნივ­თებს უწინ მა­მა­კა­ცებს ხში­რად ჩუქ­ნიდ­ნენ. წიგ­ნის თა­რო­ებს შო­რის გვირ­გ­ვი­ნებ­საც ვხე­დავ, ახალ­გაზ­რ­და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ა­სა და სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელს თავ­ზე რომ ედ­გათ ფილ­მ­ში “რაც გი­ნა­ხავს, ვე­ღარ ნა­ხავ”.

სახ­ლის სარ­დაფ­ში მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ფილ­მე­ბის რეკ­ვი­ზი­ტე­ბიც ინა­ხე­ბა. მათ შო­რი­საა პა­ა­ტას თა­ვი ფილ­მი­დან “გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე”.

კა­ბი­ნეტ­ში სარ­კის გვერ­დით მა­ღა­ლი ლარ­ნა­კი დგას. ზედ ფო­ტოა ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ერთ-ერ­თი სპექ­ტაკ­ლი­დან. ეს ნივ­თი 1984 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და ასე­თი წარ­წე­რა აქვს: “ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის მშრო­მე­ლე­ბის­გან”.

სარ­კეს­თან სხვა­დას­ხ­ვა ნივთს შო­რის თვლე­ბით მო­ჭე­დილ ჩარ­ჩო­ში სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის ბავ­შ­ვო­ბის ფო­ტოა.

სახ­ლის ეზო­შიც გავ­დი­ვართ, სა­დაც დალ­მა­ტი­ნე­ლი ალი­სა გვე­გე­ბე­ბა. საკ­მა­ოდ ხან­დაზ­მუ­ლია, 15 წლი­საა უკ­ვე. ის კო­ტე მა­ხა­რა­ძეს 75 წლის იუბი­ლე­ზე სტუ­დენ­ტებ­მა აჩუ­ქეს.

უწინ ამ ეზო­ში მა­გი­დე­ბი იდ­გა, აუზიც და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სახლს, სა­დაც პირ­ვან­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და კო­ტე მა­ხა­რა­ძე ცხოვ­რობ­დ­ნენ, სტუ­მა­რი არა­სო­დეს აკ­ლ­და. მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძი­სა და მა­თი შთა­მო­მავ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის მომ­ს­წ­რე სახ­ლი, რო­მე­ლიც უწინ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მსუ­ყე, დატ­ვირ­თუ­ლი და ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, დღეს და­დე­ბით ემო­ცი­ებ­თან ერ­თად, სევ­და­ნა­რე­ვი ნოს­ტალ­გი­ით გვა­ცი­ლებს...

ანა კა­ლან­და­ძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები