მფრინავი ღუმელი და კიბეებიანი უნიტაზი - სახლები, სადაც ცხოვრება წარმოუდგენელია

ისეც ხდება, რომ დიზაინერებისა და მხატვრების გადამეტებული ფანტაზია დამკვეთებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბინა არცთუ კარგად არის გაფორმებული, დამშვიდდით და ღრმად ამოისუნთქეთ. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ სილამაზე უბრალოებაშია. როდესაც ადამიანი ცდილობს იყოს გამორჩეული და შექმნას სუპერ-გენიალური ინტერიერი, ხანდახან სავალალო შედეგებამდეც მიდის ხოლმე.
სწორედ ასე იბადება მფრინავი ღუმელის, კიბეებიანი უნიტაზის და კიდევ ბევრი სხვა იდეა.


მაგალითად, ამ სახლის ამ განცალკევებულ კუნძულს დაუკვირდით, მართლაც უჩვეულოდ გამოიყურება, მაგრამ... როგორ უნდა მოხვდე იქ? თუ გაგიმართლა და მოხვდი, ტელევიზორის ყურების დროს
რომ  ჩამოგეძინოს, ფრთხილად უნდა იყო, რომ არ გადმოვარდე. თუმცა, დინოზავრის ნიღაბსაც თუ გავითვალისწინებთ, სახლის პატრონი აქ მედიტაციისთვის ნამდვილად არ ჯდება.

ამ შემთხვევაში კი კრეატიულმა დიზაინერებმა შეუთავსებლის შეთავსება გადაწყვიტეს. რა გითხრათ, შესაძლოა მოსახერხებელიც კი იყოს მაცივრის მახლობლად განთავსებული უნიტაზი.

კიდევ ერთი მაქსიმალურად უცნაური კომპოზიცია - კიბეები უნიტაზთან. აქ საპირფარეშოში უნდა ჩახტეთ. აი, ამოძრომა კი კიდევ უფრო რთულია, ალბათ უნიტაზის თავსახურის მეშვეობით უნდა ამოძვრეს ადამიანი. უჩვეულო რომ არის, ფაქტია, საინტერესოა, მოსახერხებელი რამდენად არის?

ეს ღუმელი კი პრაქტიკულად ჰაერში დაფრინავს. რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ არის ის დამაგრებული ამ სიმაღლეზე, როგორ უნდა მისწვდე და ა.შ. ერთი სიტყვით, იმაზე მეტი ლოგიკური კითხვა არსებობს ვიდრე პასუხი.

ამ სახლში კი ჩიტების ბუდეებია კედელზე დაკიდებული. ეს ალბათ სახლის ყველაზე უშნო დიზაინია მთელ მსოფლიოში.

დაათვალიერეთ ჩვენი გალერა და კიდევ ბევრ უცნაურ ფოტოს ნახავთ.













კომენტარის დამატება