რა სარგებელი აქვს საწოლების კედელთან დადგმას და რა დანიშნულება ჰქონდა ხალიჩას კედელზე


შეეცადეთ და გაიხსენეთ სახლი, რომელშიც ბავშვობაში ცხოვრობდით. გაიხსენეთ? დიდი ალბათობით პირველი, რაც გაგახსენდებათ კედლის ხედია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხალიჩით იყო გაფორმებული. იმ პერიოდში სახლში ხალიჩა კარგი შემოსავლისა და კარგი გემოვნების ნიშანი იყო.

დღეს ხალიჩის გაგონებაზე ზოგი ნოსტალგიურად იქნევს თავს, ზოგიც კი აღშფოთებულია და ამას უსახურად აღიქვამს, ზოგს ახლაც კი აქვს სახლში ხალიჩა კედელზე და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ერთი სიტყვით, ამ დეკორის შესახებ სხვადასხვანაირი მოსაზრებები არსებობს, თუმცა ახლა მოდით გავარკვიოთ ის, თუ საიდან გაჩნდა საწოლის კედელთან დადგმის ტრადიცია.

დავიწყოთ იმით,
რომ ხალიჩას იმ დროს ბევრი სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა, მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას როდი ანიჭებდა დიასახლისებს, გაგიკვირდებათ და პრაქტიკული დანიშნულება უფრო ჰქონდა.

ხალიჩის წყალობით სახლში სიჩუმე და სითბო იყო. უზრუნველყოფილი იყო თბო და ხმის იზოლაციას.
ხალიჩით ხდებოდა სივრცის ზონირებაც.


ხალიჩა სტატუსის მაჩვენებელი იყო, რომლითაც დიასახლისი ამაყობდა და მას ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე, კედელზე კიდებდა.

ხალიჩა ძალიან ეფექტურად ფარავდა კედლის ყველა დეფექტს.
აღმოსავლეთის ქვეყნებში ხალიჩის ორნამენტები რაღაცის სიმბოლო იყო, ამიტომ ხალიჩაც ერთგვარ თილისმად აღიქმებოდა. როგორც ხვდებით, იდეა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოდის. ეს იმისთვის, რომ მომთაბარე ცხოვრების დროს მას სათავსოში სითბო Sშეენარჩუნებინდა და ცოტაოდენი სიმყუდროვე მაინც შეექმნა. მოგვიანებით ხალიჩა გაჩნდა აღმოსავლურ ოჯახებში, მასზე კიდებდნენ იარაღს, ცხოველების ფიტულებს.



მას შემდეგ კი, რაც გამოჩნდა ფერადი და ლამაზი ხალიჩები, ამ ატრიბუტით სახლის გალამაზების რიცხვიც გაიზარდა. ირანული, თურქული ხალიჩის შოვნა არც ისე ადვილი იყო. ასეთი ხალიჩები ფუფუნებად აღიქმებოდა. თან, როგორც უკვე გითხარით, სითბოს უნარჩუნებდა და ხშირად საწოლთან კიდებდნენ, ცივ კედელთან რომ არ დაეძინათ.

კომენტარის დამატება