"ბებომ, რომელიც სახლიდან იშვიათად გამოდის, მისი უსაყვარლესი სათამაშოები ჩამოგვიტანა" - როგორ მოეწყო ულამაზესი საახალწლო სივრცე თბილისის "ყველაზე სუფთა ქუჩაზე"?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ა­ხალ­წლოდ ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქუ­ჩის ფო­ტო­ე­ბი გა­მოჩ­ნდა. რო­გორც გა­ირ­კვა, ის სა­ო­ცა­რი სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი, ნაძ­ვის ხე­ე­ბი და დე­კო­რა­ცი­ე­ბი ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბას ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ჩვენ მოვ­ძებ­ნეთ ამ საქ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და ერთ-ერთი კორ­პუ­სის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მშვილ­და­ძე.

- მად­ლო­ბა, რომ მო­გე­წო­ნათ ჩვე­ნი ქუჩა და მისი დე­კო­რა­ცი­ე­ბი. ნო­ემ­ბრი­დან და­ვი­წყეთ იმა­ზე ფიქ­რი, რა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და რო­გორ მოგ­ვერ­თო ჩვე­ნი ქუჩა. და­ვუ­კავ­შირ­დი მე­გობ­რებს, ჩემს მე­ზობ­ლებს - პენ­სი­ო­ნე­რებს, მო­ხუ­ცებს, უხუ­ცე­სებს, ახალ­გაზ­რდებს და მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რა და რო­გორ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ასა­თი­ა­ნის შე­მო­სახ­ვე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, გა­და­წყდა, რომ თი­თო­ე­უ­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ, ყველ­გან
სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა შეგ­ვექ­მნა.

- დღეს ყვე­ლა კორ­პუს­თან არის სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა, ზო­გან გა­ნა­თე­ბე­ბი, ნაძ­ვის ხე...

- კი, ყვე­ლას მოჰ­ქონ­და სა­თა­მა­შო­ე­ბი, სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბი, რაც ჰქონ­დათ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ერთ-ერთი მო­ხუ­ცი ბე­ბოს საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­რეთ იშ­ვი­ა­თად გა­მო­დის. და­მი­რე­კა, სა­თა­მა­შო­ე­ბი გა­და­ვა­წყვე და რო­დის მო­გა­წო­დო­თო. მერე ჩა­მო­ვი­და მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან და თა­ვი­სი ხე­ლით გა­და­წყო­ბი­ლი მისი უსაყ­ვარ­ლე­სი სამი სა­თა­მა­შო ჩა­მო­მი­ტა­ნა. 85 წლის ბე­ბოს ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა... მთა­ვა­რი, სიყ­ვა­რუ­ლით და გუ­ლით იყოს საქ­მე გა­კე­თე­ბუ­ლი და ვინ ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შოს მო­ი­ტანს და ვინ კოშ­კებს აა­შე­ნებს, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მოკ­ლედ, ავა­გეთ ნაძ­ვის ხე­ე­ბი, შევ­კა­რით გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი...

- ე.ი. მთე­ლი ქუჩა სი­ხა­რუ­ლით ჩა­ერ­თო ქუ­ჩის სა­ა­ხალ­წლო მო­წყო­ბა­ში.

- კი, შე­დუ­ღე­ბა მა­მუ­კამ იცო­და, ელექტრო­ბა ლე­ვა­ნი ძიამ ითა­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ის გა­კე­თე­ბა ოთა­რი ბა­ბუ­ამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და დაგ­ვეხ­მა­რა იმა­ში, რო­გორ აგ­ვე­გო, მე­გო­ბარ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა თა­ვის კუ­თხით იმუ­შა­ვა. ვი­საც რა შეგ­ვეძ­ლო, ისე ვერ­თვე­ბო­დით ამა­ში. ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მე გახ­ლდით, რომ ხალ­ხი შე­მეკ­რი­ბა და ამ ერთი იდე­ის გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ჩემს ავ­ტო­ფა­რეხ­ში ვი­საც რა შე­ეძ­ლო, მოჰ­ქონ­და, სა­თა­მა­შო, წვი­მა, ნა­ძის ხე. სა­ბო­ლო­ოდ გაჩ­ნდა სლო­გა­ნი - „სიყ­ვა­რუ­ლი(თ)ბი­ლი­სი 2023 წელი“. მერე პა­ა­ტამ თქვა - მოდი, „თ“ გულ­ში ჩავ­სვა­თო. ეს სლო­გა­ნი ნაძ­ვის ხე­ზეც და­ვა­წე­რეთ და ახლა ის არის ჩვე­ნი 2023 წლის მთა­ვა­რი სლო­გა­ნი. ყვე­ლა­ფერს ამ სლო­გა­ნით შევ­ქმნით და გა­ვა­კე­თებთ ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩა­ზე. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები