"ჰობიტის" სახლი, რომლის აშენებაც 500 დოლარი ჯდება

ამჯერად არქიტექტორებმა რომანების მოყვარულთა გულის გახარება სცადეს და ჰობიტის სახლების ახალი, ძალიან საინტერესო ვერსია შეიმუშავეს. მოდულის საცხოვრებელი, რომელიც არის დამრეცი ფორმის, დაფარულია ტორფის ფენით. რაც მთავარია, ასეთი სახლის აშენებას თავისუფლად გაუმკლავდება 3 ადამიანი სულ რაღაც სამ დღეში.
არქიტექტურულმა კომპანიამ წარმოადგინა მოდულის სახლის 37,5 კვ/მ ფართის მოდელი. როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, დიდი ძალისხმევა არ სჭირდება მის გაკეთებას.


აქ ძირითადად პოლიმერის მასალა ფიგურირებს. კარკასი დამზადებულია მექსიკაში და შემდეგ არის ტრანსპორტირებული შეკვეთის ადგილზე.
უკვე ადგილზე სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს ფოლადის ჭანჭიკებით უერთდება. მოდულში გათვალისწნებულია

ელექტრო და წყალსადენის ყველა დეტალი. ასევე სავენტილაციო არხები. კარები და ფანჯრები დამზადებულია ალუმინისგან.


ზემოდან მოდული დაფარულია ტორფით. ასეთი საფარი ასრულებს არა მარტო ესთეტიურ, არამედ პრაქტიკულ ფუნქციასაც.
ტორფი მოდულს დამატებით მდგრადობას ანიჭებს და შესანიშნავი თბოიზოლაციის საშუალებაა.


ყველაფერთან ერთად გაგახარებთ ამ მოდულის ფასიც. ერთი ჰობიტის ფასი დაახლოებით 500 აშშ დოლარს არ აღემატება.

კომენტარები

ia ლია 2016-08-02 23:26
სად უნდა შევიძინო?
hm 2016-04-27 11:52
sad aris aba moita viyido
m 2016-04-26 11:59
kar fanjrebi moyveba/ maintersebs
ზუზუ 2016-04-22 12:24
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მერე ქვეწარმავლებისგან თავის დაღწევა როგორ მოხერხდება???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები