"შინის" საჩუქარი ერთგულ მკითხველებს და სახალისო აქციის ყველაზე აქტიური მონაწილეები

23 აპრილს "ბიბლუსის" ინიციატივით, "ისთ პოინტში" წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე წიგნის მოყვარულებს არასტანდარტულ ფასდაკლებებს, მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟებთან შეხვედრას, ყვავილებს, წიგნის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარს და ლიტერატურულ ჯემ-სეიშენს სთავაზობდა. მონაწილეები დარტსს ისროდნენ და მოიპოვებდნენ ფასდაკლებას სასურველ წიგნებზე, რაც ძალიან სახალისო გამოდგა ყველასთვის.

გარდა ამისა, ფესტივალს ჟურნალი "შინიც" შეუერთდა უპრეცედენტო ფასდაკლებით - მხოლოდ ამ დღეს ჟურნალის 4 საუკეთესო ნომერი სპეციალურ ფასად, 10 ლარად იყიდებოდა. ამ სააქციო ფასდაკლებამ მკითხველი მეტისმეტად გაახარა და მიიზიდა - ჟურნალის ფასი ჩვეულებრივ 8 ლარია, ამ დღეს კი ერთდროულად

ოთხი სხვადასხვა ნომერი განსაკუთრებით მონდომებულმა ადამიანებმა 10 ლარად შეიძინეს. 

"შინი" მადლობას უხდის თავის ერთგულ მკითხველებს და აპირებს, კიდევ არაერთხელ დაასაჩუქროს ისინი სხვადასხვა აქციით, ღონისძიებით და საჩუქრებით.

კომენტარის დამატება