ეჭვიანობის კედელი - ბოროტი გრაფის არქიტექტურული ახირება და ბრძოლა ოჯახის წევრებთან

ირლანდია ულამაზესი ქვეყანაა, ულამაზესი ბუნებითა და საოცარი ისტორიებით, ამიტომაც არის ის ხალხისთვის დასვენებისა და მოგზაურობის საყვარელი ადგილი. მაგალითად, საგრაფო ვესტმიტში მოგზაურობისას ყველა თავმოყვარე ტურისტი ცდილობს ეწვიოს ორი ძმის, როჩფორტის მამულებს, რომელთაგან ერთ-ერთ მკაცრი, ბოროტი და უპრინციპო ადამიანის სახელს უკავშირდება. მის უარყოფით მხარეებზე მრავალი ლეგენდაა შექმნილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ნეგატიური პერსონაჟი უცნაური არქიტექტურული ობიექტის აგების ავტორი და მიზეზიც კი გახდა, ობიექტისა, რომელსაც "ეჭვიანობის კედელი" ჰქვია.

ირლანდიის შუაგულში, ანელის ტბის სანაპიროზე, მე-18 საუკუნის სასახლის მიმდებარედ, ვესტმინსტერის ტყის ბილიკებზე სეირნობისას ტურისტები აღფრთოვანებულები
არიან ხოლმე და ფიქრობენ, რომ ნამდვილ სამოთხეს მიაგნეს, თუმცა ამ ადგილას ასეთი სულიერი ატმოსფეროთი ყოველთვის როდი სუფევდა. ამის მიზეზი ამ მამულის მაშინდელი მფლობელის, რობერტ როხფორტის გაუსაძლისი, აუტანელი ხასიათი გახლდათ. ის ისეთი სასტიკი და ცივი იყო, რომ "ბოროტი გრაფი" უწოდეს.


ამ საოცარი სანადირო სახლის მშენებლობას, რომელიც ქალაქ მულინგარიდან სულ რაღაც 5 მილის მოშორებით, თვალწარმტაც ბორცვზე მდებარეობს და აყვავებულ პარკებით გარშემორტყმულ ტბას გადაჰყურებს, მაშინდელი ცნობილი არქიტექტორი, რიჩარდ კასტლი ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, მინი-სასახლის მშენებლობისთვის ფული არ დანანებიათ, ამიტომაც ის საკმაოდ ელეგანტური და დახვეწილი გამოვიდა.

სახლი როკოკოს სტილშია და დღემდე ირლანდიაში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ლამაზ სახლად მიიჩნევა.
ამ ულამაზესი და საოცარი სახლის პატრონი თითქოს ბედნიერი და კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, უზრუნველად უნდა ეცხოვრა და დამტკბარიყო მის გარშემო სილამაზით, მაგრამ არც თავად მოისვენა და არც ნათესავებსა და ცოლ-შვილს მისცა მშვიდად ცხოვრების უფლება და საშუალება.


აღვირახსნილ ცხოვრებას მიჩვეული რობერტ როხფორტი უმეტეს დროს წვეულებებზე და ბანკეტებზე ატარებდა, დუბლინისა და ლონდონის არისტოკრატულ სახლებსა და სამეფო კარებზე. პირველი ცოლი ჩუტყვავილით გარდაეცვალა, ხოლო მეორე, ახალგაზრდა მერი მოლსვორთი, რომელმაც მას ოთხი შვილი აჩუქა, ჰოლანდიის ერთ-ერთ მამულში იყო გამოკეტილი მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი გრაფმა მაზლთან ღალატში დაადანაშაულა. ქალი 30 წელი ცხოვრობდა სულ მარტო, შვილების ნახვის უფლებაც კი არ ჰქონდა. ძმა კი გრაფმა დააჭერინა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ გამოუშვეს. ამბობენ, რომ გრაფმა ასე მოიშორა თავიდან ცოლი, სხვა ახალგაზრდა ქალზე რომ ექორწინა.

ეს ბოროტი გრაფის, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა ღირსების გარდა, მიერ ჩადენილი მხოლოდ ერთი დაუნდობელი საქციელი როდი გახლდათ.

როდესაც მისმა მეორე ძმამ მისი მამულის მოსაზღვრედ მიწა შეიძინა და შესანიშნავი აგარაკი ააშენა, რობერტი განრისხდა, მან ეს შეურაცხყოფად ჩათვალა და გადაწყვიტა, გოთური ციხის ნანგრევებით გადაეკეტა სასახლის ხედი. ეს იყო ძალიან რეალური ინსტალაცია, იმ დროს მოდური "არქიტექტურული ახირება" , რომელსაც "ეჭვიანობის კედელი" უწოდეს.

ეს კედელი მთელი ცხოვრება გულს უთბობდა და ახარებდა გრაფს, სიამაყით გადაჰყურებდა ხოლმე კედელსაც და იმ ბაღსა, სადაც კედლები ააშენა, სანამ ამ ბაღში არ იპოვეს მოკლული ერთ მშვენიერ დღეს.
"ეჭვიანობის კედელი" ტირანი მფლობელის ერთადერთი არქიტექტურული ახირება არ ყოფილა. მთელი მსოფლიოსგან გამწარებულმა გრაფმა კიდევ 2 ინსტალაცია ააშენა - გოთური ოქტაგონი და გოთური თაღი.

კომენტარის დამატება