ამაზე ალბათ, არც დაფიქრებულხართ - ნივთები სახლში, რომლებიც ადრეულ დაბერებას იწვევს

გეთანხმებით, რთული დასაჯერებელია, თუმცა ინტერიერს ესეც შესძლებია - თქვენი ახალგაზრდობის განადგურება.
თურმე არსებობს ისეთი ნივთები, რომელთაც შეუძლია, ახალგაზრდა ადამიანი დროზე ადრე დააბეროს.

ცუდი განათება
ერთი შეხედვით თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, ჭაღი ჭაღია, მთავარია, რომ ანათებს, თუმცა კარად გაკეთებული განათება მნიშვნელოვანია, ეს იმაზეც ახდენს გავლენას, როგორ გამოიყურებით ვიზუალურად, საიდან ეცემა შუქი და კიდევ, განათება, პირველ რიგში, თვალებისთვის უნდა იყოს კომფორტული.

ცუდი თეთრეული
ერთი შეხედვით გასაკვირია, თუმცა ფაქტია, ცუდი ხარისხის თეთრეული გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თეთრეული არ უნდა იყოს ხელოვნური
ქსოვილი, ნატურალური ქსოვილი ადამიანის ნერვულ სისტემას თითქოს ამშვიდებს და განაწყობს მას მშვიდი ძილისთვის.

ცუდი ატმოსფერო
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტენიანობას, თუ ტენიანობა ბინაში 60-ზე დაბალია, კანი იწყებს ნაადრევ დაბერებას, გამოშრობას, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სახლში ჰაერი, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც გათბობის სისტემაა ჩართული, არ იყოს გამომშრალი.

აგრესიული საოჯახო ქიმია

ახალგაზრდობა პირველ რიგში ხელებია. აგრესიული ქიმური საშუალებების გამოყენების დროს პირველ რიგში ადამიანის ხელები ზიანდება. ამიტომ დიასახლისებს ვურჩევთ, აუცილებლად გამოიყენონ სპეციალური ხელთათმანები, თუ ამას ჭურჭლის რეცხვის დროსაც კი გააკეთებენ, ბევრად უკეთესი იქნება. ასევე ეცადე შეარჩიოთ ისეთი საოჯახო ქიმია, რომელიც დამზადებული იქნება ნატურალური კომპონენტებისგან.

მოუხერხებელი მაგიდა და სკამები
ერთი შეხედვით ახალგაზრდობასა და ამ ნივთებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, თუმცა სახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხერხემლის მდგომარეობა. მოუხერხებელ მაგიდაზე და სკამზე ადამიანი იხრება, ხერხემალი უმრუდდება, ეს კი იწვევს ნაადრევ დაბერებას და სახის კუნთების ცვალებადობას, ასე რომ, სანამ მაგიდას და სკამებს შეიძენთ, კარგად შეამოწმეთ, რამდენად კომფორტული იქნება ის თქვენთვის, ხომ არ მოიხრებით წელში.

გასაშლელი დივანი
ეს ნივთი, რა თქმა, უნდა, ყველა სახლში უნდა იყოს, მას აქვს არსებობის უფლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე არ გძინავთ. სტუდენტობის პერიოდში კიდევ არის დასაშვები ასეთი რამ, თუმცა ზრდასრულ ასაკში, ამის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ. ზრდასრულ ადამიანს აუცილებლად სჭირდება კარგი საწოლი თავისი კარგი მატრასით, რომელზეც ის მოახერხებს სრულფასოვან, ჯანსაღ ძილს.

სიმყუდროვე

სიმყუდროვე ის ფაქტორია, რომელიც ადამიანს აუცილებლად სჭირდება იმისთვის, რომ თავი იგრძნოს მშვიდად და ბედნიერად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნებისმიერი სახლის მთავარი მოთხოვნაა. თუ სახლში არ არის სიმყუდროვე, ადამიანი ვერ მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს, რაც ასე მნიშვნელოვანია მისი ნერვული სისტემისთვის, გაღიზიანებული და დაღლილი ადამიანი კი მალე რომ ბერდება, ეს ყველამ კარგად ვიცით.

კომენტარის დამატება