რის გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს?

კოპტევოს წმ. გიორგის სახელობის წინამძღვარი ამ კითხვას პასუხობს:
– წითელ პარასკევს არ შეიძლება გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა. რაც შეეხება საოჯახო საქმეს, თუ ერთადერთი პალტო გაგერღვათ და მისი დაკერება გინდათ,ეს ნამდვილად არაა ცოდვა, თუმცა უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ.
ეს დღე საუკეთესოა ლოცვისთვის და ყველა საქმე შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.
რაც შეეხება ჭამას, გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის,

კვერცხის და რძის პროდუქტების. ამ დღეს ღვინის დალევაც აკრძალულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები