როდის ჩნდება ხანძარი გამათბობლისგან - უსაფრთხოდ რომ ვიყოთ


ძალიან ბევრი ადამიანი სახლის დამატებით გასათბობად გამათბობელს მოიხმარს. სამწუხაროდ, ხშირად ამ მოწყობილობის არასწორად მოხმარება ხანძრის მიზეზი ხდება ხოლმე. რა უნდა ვიცოდეთ გამათბობლის მოხმარების შესახებ უსაფრთხოდ რომ ვიყოთ.
პირველ და ყველაზე გავრცელებულ შეცდომას ადამიანები მოწყობილობის ელექტროენერგიის ქსელთან დაკავშირების დროს უშვებენ, როდესაც მას გამაგრძელებელში აერთებენ ხოლმე. გამათბობელი, ნებისმიერ ტიპის, საკმაოდ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ამიტომ გამაგრძელებელი მას ვერ უმკლავდება, რაც შესაძლოა აალების მიზეზი გახდეს. დაიმახსოვრეთ, უმჯობესია გამათბობელი პირდაპირ კედელზე განთავსებულ ჩამრთველში შეაერთოთ.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ გამათბობლიდან 1 მეტრის მოშორებით
არ უნდა iიდოს არანაირი ადვილად აალებადი ნივთი. უმჯობესია მოწყობილობა ოთახის ცენტრში მოთავსდეს, კედლებისგან და ავეჯისგან მოშორებით.
ძალიან დიდი შეცდომაა გამათბობელზე რაიმეს გაშრობა ან მასზე პლედის გადაფარება. ეს ხანძრის გაჩენის სერიოზული რისკია, თუმცა თანამედროვე მოდელებს გადახურების შემთხვევაში მოწყობილობის ავტომატურად გათიშვის ფუნქციაც აქვთ. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებელია.

კომენტარის დამატება