ნივთები სახლში, რომლებიც აურას გიბინძურებენ: "სახლში გაქვთ და არც კი იცით, რომ თქვენი უბედურებების მიზეზია"


აბა, გადაამოწმეთ, თქვნს ოჯახში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს ეს 3 ნივთი ხომ არ იწვევს? დიახ, დიახ, მუდმივი კონფლიქტები, წარუმატებლობები, უსიამოვნებები სამსახურში შესაძლოა გამოიწვიოს ნივთებმა, რომელიც დიდი ალბათობით სახლში გაქვთ და არც კი იცით, რომ თქვენი უბედურებების მიზეზი სწორედ ის შეიძლება იყოს.
ოდითგანვე ითვლებოდა, რომ არსებობენ ნივთები, რომლიმაც შესაძლოა დააბინძუროს თქვნი აურა და არსებობენ ნივთები, რომელიც პირიქით, ხელს უწყობენ ოჯახში სიხარულია და ბარაქის შემოსვლას. ალბათ ყველას გაინტერესებთ, რომელ ნივთებზეა საუბარი.


გატეხილი ნივთები

დაზიანებული, გატეხილი ნივთები, რომელიც უიმედოდ ელოდებიან, როდის შეაკეთებენ. ასტროლოგიის მიხედვით,
ყველზე მოწესრიგებული და დისციპლინირებული პლანეტა სატურნია, რომელიც ვერ იტანს უწესრიგობას, არეულობასა და სიბინძურეს. ყველა ძველი, დახეული და დაზიანებული ნივთი სწორდ სატურნის მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომელიც იზიდავს ენერგიას, ამიტომ, თუ არსებობს იმის შანსი, რომ დაზიანებული ნივთი შეაკეთოთ, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოთ. თუ გატეხილი ნივთი არ ექვემდებარება შეკეთებას და აღდგენას, ის სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ თავიდან.

უფუნქციო ნივთები

ძველი ტანსაცმელი, დახეულიც რომ არ იყოს, განიზიდავს თქვენგან დადებით ენერგიას. თუ ერთი წლის განმავლობაში ნივთი არ გამოგიყენებიათ, ეს ნიშნავს, რომ მას არც ამის შემდეგ გამოიყენებთ და ის თავიდან უნდა მოიშოროთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახლი ხშირად დაალაგოთ გენერალურად და გათავისუფლდეთ ზედმეტი სამოსისგან.
ასევე მნიშვნელოვანია სახლის სველი წესით დალაგება, რის შემდეგაც სახლიდან მიდის ნეგატივი და აურა სუფთავდება. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რომ შესასვლელი კარი იყოს სუფთა. ასევე არ შეიძლება სახლის შესასვლელში ნაგვის და ძველმანი ნივთების დაგროვება.

დეკორი
ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ სახლის დეკორაციებს, იქნება ეს ნახატი, ხალიჩა, ქანდაკება, სუვენირი თუ სხვა რამ. თითოეული მათგანი შესაძლოა გარკვეული ენერგეტიკის მატარებელი იყოს, მათ შორის უარყოფითის. სახლი ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი ისვენებს, იკვებება და იძინებს, ამიტომ აქ თითოეული ნივთი დადებით ემოციას უნდა გგვრიდეთ.

კომენტარის დამატება