"ასე დაკიდებულ სარკეს კარგი არაფერი მოაქვს" - რას გვახსენებენ ფენ შუის ექსპერტები


სარკე სახლის შესასვლელი კარის წინ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა, გვინდა გაგაფრთხილოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის იქნება ეს სარკე, დიდი თუ პატარა, ნებისმიერ შემთხვევაში მას კარგი არაფერი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ და ამტკიცებენ კიდეც ფენ შუის პროფესორები.
ვნახოთ, მათი განმარტებით, რა უსაიმოვნებები შეიძლება მოიტანოს ჩვენს მიერ აღნიშნულ ადგილზე სარკის განთავსებამ.

არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ სახლის შესასვლელი ის ადგილია, რომელსაც მთელი სერიოზულობით უნდა მოექცე. ფენ შუის სპეციალისები განმარტავენ, რომ ნებისმიერ ოჯახში, სახლში ენერგია სწორედ შ
ესასვლელი კარიდან შედის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია ჰარმონიულად და სწორად შებრძანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. კარის წინ განთავსებული სარკე კი ამ ენერგიას ძალიან მარტივად აირეკლავს და განაგდებს. შედგად, სახლიდან გაედინება ყველაფერი დადებით, ყველაფერი ნეგატიური კი დაგროვდება. ყველაზე მარტივი მეთოდი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად არის უბრალოდ სარკისთვის ადგილის შეცვლა.
თუ სარკე ძალიან დიდია და მისი ჩამოხსნა და გადაადგლება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ მის წინ სხვა ნივთი მოათავსოთ ისე, რომ მან სარკე დაფაროს.
შესაძლებელია ასევე მის წინ ქოთნის მცენარის დადგმა, მცენარე ხელს შეუშლის კარიდან შემოსული ენერგიის სრულფასოვნად არეკვლას სარკეში.
თუ ამის საშუალება არის, შეგიძლიათ სარკის წინ, როგორც დეკორის ელემენტი, განათავსოთ სკამი, პუფი, სავარძელი და ა.შ.

როგორც უკვე განვმარტეთ, შესასვლელი კარიდან სახლში შედის დადებითი ენერგია, სარკე ამ ენერგიას აბრკოლებს, ირეკავს და განაგდებს. გარდა იმისა, რომ ეს განაგდებს თქვნესგან ბედსა და იღბალს, ის ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს. მაგალითად ასეთი ჯახის წევრებს შეიძლება აღენიშნებოდეთ: დაბალი ფიზიკური აქტივობა, მუდმოვი დაღლილობა და მოთენთილობა, ხშირი ავადმყოფობა, სტრესი და დეპრესია, გაღიზიანება და შფოთი, დისკომფორტის გრძნობა.

მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ფენ შუის სწვალების, ჩვენი რჩევა იქნება, დაიზღვიოთ თავი და სარკეს, თუ ის სწორედ შესასვლელი კარის მოპირდაპირედ გაქვთ დაკიდებული, სასწრაფოდ შეუცვალოთ ადგილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები