როგორ უვლიან ჯიშიან ცხენებს

ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რი ცხო­ველ-ფრინ­ვე­ლი მო­ი­ში­ნა­უ­რა, თუმ­ცა ვერც სი­ლა­მა­ზით და ვერც და­დე­ბი­თი აურით, ცხენ­თან ვერც ერ­თი მო­ვა. ამას­თან, ცხე­ნი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ბრძო­ლა­სა და შრო­მა­ში ადა­მი­ა­ნის თა­ნამ­გ­ზავ­რია, რის გა­მოც ეს ორ­ნი უფ­რო და­ახ­ლოვ­დ­ნენ. დღეს ცხენს შრო­მი­თი ფუნ­ქ­ცია კვლავ შე­მორ­ჩე­ნი­ლი აქვს - მარ­თა­ლია, ისე მას­შ­ტა­ბუ­რად არა, რო­გორც წლე­ბის წინ, მაგ­რამ ჩვენ­ში ცხენს კვლავ იყე­ნე­ბენ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის, ტვირ­თ­ზიდ­ვი­სა და მი­წის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ზოგს ცხე­ნი მხო­ლოდ იმი­ტომ ჰყავს, რომ ჯი­რი­თი სი­ა­მოვ­ნებს. ცხენს ერ­თი უნი­კა­ლუ­რი მი­სი­აც აკის­რია - სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სამ­კურ­ნა­ლო ცხე­ნოს­ნო­ბას რა­იტ­თე­რა­პია (ი­პო­თე­რა­პი­ა) ჰქვია.

ცხე­ნის დახ­მა­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი მე­თო­დია, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც.

მათ­თ­ვის, ვი­საც ამ ულა­მა­ზე­სი ცხო­ვე­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს, სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი თბი­ლი­სის იპოდ­რო­მია, ლი­სის ტბა­ზე - აქ არის ცხე­ნე­ბის სახ­ლი. აქ და­საქ­მე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ცხენს სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტა­დაც კი იც­ნობს. სხვებ­თან ერ­თად აქ სუფ­თა სის­ხ­ლის ცხე­ნებს მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყუ­ლა­რი­დან ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბიც უვ­ლი­ან. ყუ­ლარ­ში ცხენ­სა­შე­ნი სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხა­ნია არ­სე­ბობს და იქა­უ­რე­ბი მეცხე­ნე­ო­ბის საქ­მე­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი არი­ან...…

ირ­გ­ვ­ლივ გაშ­ლი­ლი ქე­დე­ბი, მწვა­ნე მდე­ლო და სუფ­თა სის­ხ­ლის, მა­ღალ ფე­ხებ­ზე შემ­დ­გა­რი ულა­ყე­ბი - ეს სა­მი პი­რო­ბა იპოდ­რომ­თან შო­რი­ახ­ლო ჩამ­ვ­ლელ­თათ­ვი­საც კი ხა­სი­ათ­ზე მომ­ყ­ვა­ნია, თუ ეზო­ში შეხ­ვალ, ხომ მით უფ­რო.

იპოდ­რო­მის დი­რექ­ტო­რი ზა­ზა ჩიტ­რე­კაშ­ვი­ლი წუხს, რომ ქარ­თ­ვე­ლებ­მა ცხე­ნის მოვ­ლა არ ვი­ცით. ამი­ტო­მაც ცდი­ლობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ცხე­ნის ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბიც აღად­გი­ნოს, ცხე­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის წე­სე­ბიც და მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შექ­მ­ნის ტექ­ნი­კაც.



- გუ­ლი მწყდე­ბა, ყველ­გან, სა­დაც მეცხე­ნე­ო­ბის საქ­მის გა­საც­ნო­ბად წავ­სულ­ვარ, ევ­რო­პა იქ­ნე­ბა თუ აზია, ცხენს თვა­ლის­ჩი­ნი­ვით უვ­ლი­ან და უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან; ქარ­თ­ვე­ლებ­მა კი ცხე­ნის ფა­სი და მი­სი მოვ­ლა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ვი­ცო­დით და ამ ცოდ­ნას ახ­ლა ვკარ­გავთ. გე­ნე­ტი­კუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა მა­ინც უნ­და გვშვე­ლო­დეს, რომ რა­საც გან­ძად ვთვლი­დით, იმის პა­ტი­ვის­ცე­მა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ! ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შის ცხე­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისეთ პი­რო­ბებ­შია, რომ მათ მაც­ქე­რალს სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბა გიჩ­ნ­დე­ბა, - ზურ­გ­ზე თეთ­რი ლა­ქე­ბი აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი უნა­გირ­ში ამოჩ­რი­ლი ლურ­ს­მ­ნე­ბის­გან! ხალ­ხი ცხე­ნებს წლო­ბით ნახ­მარ უნა­გი­რებს ად­გამს და აბა რა იქ­ნე­ბა. ან სა­ი­დან უნ­და გაჩ­ნ­დეს ახა­ლი უნა­გი­რე­ბი, რო­ცა ზო­გა­დად ცხე­ნის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და მათ შო­რის, აღარც უნა­გი­რის ოს­ტა­ტე­ბი აღარ შე­მოგ­ვ­რ­ჩა. არა­და, ბო­ლო ხანს ყა­რა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში ვი­ყა­ვი ცხე­ნე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად და გა­ვოგ­ნ­დი, ცხე­ნებს ისე უვ­ლი­ან, - სა­ხელ­მ­წი­ფო უამ­რავ ფულს ხარ­ჯავს ფერ­მებ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხე­ნი ყვე­ლა ოჯახ­ში ჰყავთ, უვ­ლი­ან და კვე­ბა­ვენ. ცხე­ნის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ოს­ტა­ტე­ბი ამ­ზა­დე­ბენ, რო­მელ­თაც დიდ პა­ტივს სცე­მენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ სუფ­თა სის­ხ­ლის ცხე­ნე­ბის­თ­ვის თუ ვა­ხერ­ხებთ უცხო­ე­თი­დან აღ­კაზ­მუ­ლო­ბის ჩა­მო­ტა­ნას; და­ნარ­ჩე­ნე­ბი ტან­ჯ­ვის­თ­ვის გვყავს გან­წი­რუ­ლი, - მთელ მსოფ­ლი­ო­ში კა­ტებ­საც კი ისე უვ­ლი­ან, ადა­მი­ანს შე­შურ­დე­ბა და ნუ­თუ ჩვე­ნი ერ­თ­გუ­ლი ცხე­ნი იმის ღირ­სი არ არის, რომ პა­ტი­ვი ვცეთ?

რაც შე­ე­ხე­ბა იპოდ­რომს, აქ სუფ­თა ჯი­შის, ინ­გ­ლი­სუ­რი თუ არა­ბუ­ლი ცხე­ნე­ბი გვყავს, რომ­ლებ­საც მა­თი პატ­რო­ნე­ბი გვა­ბა­რე­ბენ მო­სავ­ლე­ლად. ამ ხალ­ხი­დან ზო­გი ცხენს თა­ვად ყი­დუ­ლობს - უყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს; ზოგს კი­დევ, ჩუქ­ნი­ან და ჩვენ გვან­დობს შე­სა­ნა­ხად. სუფ­თა სის­ხ­ლის ცხე­ნი იმ­დე­ნად ფა­ქი­ზი მო­სავ­ლე­ლია, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ ად­გი­ლობ­რივ ცხენს გამ­ძ­ლე­ო­ბით ვერ შე­ედ­რე­ბა და ვერც ისეთ კვე­ბას აიტანს, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შის ცხე­ნი იტანს, - ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ზოგ­ჯერ თვე­ო­ბით ისეა მიშ­ვე­ბუ­ლი სა­ძო­ვარ­ზე, რომ ქერს თუ შვრი­ას არ აძ­ლე­ვენ. სუფ­თა სის­ხ­ლის ცხე­ნის რა­ცი­ონ­ში კი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი უნ­და იყოს, ნაკ­ლე­ბი - თი­ვა...

ვათ­ვა­ლი­ე­რებთ თავ­ლებს და თვალს ვერ ვწყვეტთ ულა­მა­ზეს, მაღ­ლა­ფე­ხე­ბა, ამა­ყად ყელ­მო­ღე­რე­ბულ ბე­და­უ­რებს...

თუ რო­გორ უნ­და კვე­ბო სუფ­თა სის­ხ­ლის ბე­და­უ­რე­ბი, აქ ზო­ო­ტექ­ნი­კოს დი­დიმ ჯა­ფა­რი­ძე­ზე უკეთ არა­ვინ იცის. მთე­ლი სი­ცოცხ­ლე ცხე­ნე­ბის გვერ­დით ტრი­ა­ლებს და ერ­თი თვა­ლის შევ­ლე­ბი­თაც კი გრძნობს, პი­რუტყვს რა უჭირს და რა ულ­ხინს. რო­გორც ბა­ტონ­მა დი­დიმ­მა გვითხ­რა, სუფ­თა სის­ხ­ლის ცხე­ნებს დღე­ში 3 კგ თი­ვა და 6 კგ შვრია უნ­და მი­ა­წო­დო ეტა­პობ­რი­ვად - ერთ ჯერ­ზე 2 კგ. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით კი აუცი­ლებ­ლად უნ­და აჯი­რი­თო, ეს ცხე­ნის­თ­ვის ისე­თი­ვე აუცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც კვე­ბა. თუ სუფ­თა ჯი­შის ცხე­ნი გა­რეთ სა­ჯი­რი­თოდ და სა­სე­ირ­ნოდ არ გა­მო­ვი­და, ის და­დამ­ბ­ლავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სი­ა­რუ­ლის უნა­რიც კი და­კარ­გოს...



ცხე­ნი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კვი­ცო­ბის დროს არის და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რიც - ახალ­და­ბა­დე­ბულ კვიცს სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­უძ­ლია ფეხ­ზე წა­მოხ­ტო­მა და კუნ­ტ­რუ­ში. იპოდ­რო­მის მწვრთნელ­მა გო­გა ქობ­ლი­ა­ნი­ძემ გვი­ამ­ბო, რა შთამ­ბეჭ­და­ვია ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი კვი­ცის ყუ­რე­ბა - მი­სი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­ცა დე­დას­თან საჭ­მე­ლად მი­დის. და იმ დღი­დან 7-8 თვის მან­ძილ­ზე დე­დას არ შორ­დე­ბა. მე­რე კი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი დგე­ბა, - ცხე­ნი ახა­ლი კვი­ცის გა­სა­ჩე­ნად ემ­ზა­დე­ბა, კვი­ცი კი გა­სა­ხედ­ნად მზა­დე­ბას იწყებს.

გო­გა ქობ­ლი­ა­ნი­ძე: - 39 წლის ვარ. იპოდ­რომ­ზე ცხე­ნოს­ნო­ბის შე­სას­წავ­ლად სი­ა­რუ­ლი 8 წლი­სამ და­ვიწყე. დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დი ხოლ­მე, არ მა­ში­ნებ­და სი­ცი­ვე და ქა­რი, და იპოდ­რო­მის­კენ გა­მოვ­რ­ბო­დი. ამ დი­ლაბ­ნელ­ზე მარ­ტო ვი­დე­ქი ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და მძღო­ლე­ბი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მე­სალ­მე­ბოდ­ნენ: შენ ხარ, შვი­ლო, იპოდ­რომ­ზე ისევ ასე უთე­ნია მი­დი­ხა­რო! გა­დი­ო­და წლე­ბი და რაც უფ­რო ვიზ­რ­დე­ბო­დი, ცხე­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც სულ უფ­რო მიძ­ლი­ერ­დე­ბო­და. ბო­ლოს სხვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით “მთლად სა­ოც­რე­ბა”, ჩე­მი აზ­რით კი ძა­ლი­ან კა­ნონ­ზო­მი­ე­რი ამ­ბა­ვი ჩა­ვი­დი­ნე, - სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი ექი­მად და მი­ვა­ტო­ვე პრო­ფე­სია; ისევ ცხე­ნებს და­ვუბ­რუნ­დი, რად­გან ცხე­ნის გა­რე­შე უბ­რა­ლოდ ვერ ვძლებდი. ცხე­ნებს სა­ბო­ლო­ოდ და­ვუბ­რუნ­დი, ოღონდ ამ­ჟა­მად მწვრთნე­ლად. ეს ის წლე­ბი იყო, რო­ცა ცხე­ნის­თ­ვის არა­ვის ეცა­ლა; ახ­ლა კი ვხე­დავ, რომ ხალ­ხი ცდი­ლობს, ცხე­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ის­წავ­ლოს. ოღონ­დაც ეს ამ­ბა­ვი, თით­ქოს უცხო­ე­თი­დან და­იძ­რა, - იქ ხალ­ხ­მა იცის, რომ ცხენს ადა­მი­ა­ნის 80-მდე და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლია და მკურ­ნა­ლობს კი­დეც. მე­დი­ცი­ნის ამ დარგს რა­იტ­თე­რა­პია ჰქვია და ჩვენც გვყავს ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც ვერ მი­ვე­დით იქამ­დე, რომ ეს მე­თო­დი ბავ­შ­ვებ­შიც მა­სობ­რი­ვად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მაგ­რამ არ­სე­ბობს ისე­თი ხალ­ხი, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცის, რა სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლია მო­უ­ტა­ნოს მის შვილს ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ და შანსს ხე­ლი­დან არ უშ­ვებს. ამ მხრივ არ შე­მიძ­ლია, არ და­ვა­სა­ხე­ლო ნი­ნო ანა­ნი­აშ­ვი­ლი; მან და მის­მა მე­უღ­ლემ თა­ვი­ანთ გო­გო­ნას უყი­დეს კი­დეც ცხე­ნი, რო­მე­ლიც იპოდ­რო­მის თავ­ლა­ში გვყავს. იმი­ტო­მაც არის მა­თი შვი­ლი ასე­თი ლა­ღი და ჯან­მ­რ­თე­ლი. მე მეს­მის, რომ ცხე­ნის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას არ აქვს, - 10000 დო­ლა­რამ­დეც ღირს ჩვენ­ში (ეს თან­ხა ბევ­რად იაფია, ვიდ­რე საზღ­ვარ­გა­რეთ), მაგ­რამ მათ­თ­ვის მო­ედ­ნე­ბის მოწყო­ბა, თუ­კი მო­ვინ­დო­მებთ, ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მა­ინც შე­იძ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ცხენ­ზე ჯი­რი­თის ფა­სიც და­ი­წევს. ამას­თა­ნა­ვე, იქ, სა­დაც სკო­ლა ბუ­ნე­ბა­შია და მის მახ­ლობ­ლად არის მცი­რე სა­ჯი­რი­თო ბი­ლი­კის მოწყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს ბი­ლი­კიც უნ­და მო­ვაწყოთ, რა­თა ბავ­შ­ვებ­მა ცხე­ნით იჯი­რი­თონ თუ იმ­კურ­ნა­ლონ. ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ერთ-ერთ ასეთ სკო­ლა­ში, ქა­ლაქ­გა­რეთ მეც მი­მიწ­ვი­ეს კონ­სულ­ტან­ტად - ცხე­ნე­ბის თავ­ლის მო­საწყო­ბად და მწვრთნე­ლად. ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რად­გან კარ­გად ვი­ცი, რო­გო­რი და­დე­ბი­თი აურა აქვს ცხენს, რო­გორ აკა­ჟებს და აჯან­მ­რ­თე­ლებს ჯი­რი­თი ბავშვს... ერ­თხელ ქალ­ბა­ტონ­მა თა­ვი­სი თი­ნე­ი­ჯე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი მო­მიყ­ვა­ნა, რო­მელ­საც დეპ­რე­სია სჭირ­და. ბავშვს მი­აჩ­ნ­და, რომ მა­ხინ­ჯი იყო და სა­ხეს თავ­საფ­რით იფა­რავ­და. გო­გო­ნას ვარ­ჯიშს ნელ-ნე­ლა შე­ვუ­დე­ქი. გარკვეული პე­რი­ო­დის შემ­დეგ ბავ­შ­ვი ხე­ლებ­გაშ­ლი­ლი მორ­ბო­და თა­ვი­სი ცხე­ნის­კენ. ცხე­ნიც ცნობ­და და ჭიხ­ვი­ნით ეგე­ბე­ბო­და. დღეს ის უკ­ვე სტუ­დენ­ტია და არა­ფე­რი ეტყო­ბა იმ გან­ც­დე­ბი­სა, რაც ად­რე ჰქონ­და.



- ალ­ბათ გცნო­ბენ თქვე­ნი ცხე­ნე­ბი?
- ცხენ­მა იცის პატ­რო­ნის ცნო­ბა. იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ელა­პა­რა­კე­ბა, აჭ­მევს და უვ­ლის, ჭიხ­ვი­ნით ეგე­ბე­ბა ხოლ­მე. ცხე­ნი ჭკვი­ა­ნი არ­სე­ბაა, ალ­ღო­თი ხვდე­ბა, სუს­ტია თუ ძლი­ე­რი მი­სი მხე­და­რი და ისე ექ­ცე­ვა, რო­გორც იმ­სა­ხუ­რებს; ძლი­ერ­სა და მო­სიყ­ვა­რუ­ლეს ცხე­ნი ად­ვი­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა. ასეა გა­ხედ­ნი­სა­საც. ეს იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­კუ­რი საქ­მეა, რომ მას­ზე წიგ­ნე­ბი იწე­რე­ბა და ფილ­მებს იღე­ბენ... სა­ცო­და­ო­ბაა, რო­ცა კვიცს ნა­ად­რევ ასაკ­ში, 2 წლამ­დე ხედ­ნი­ან. ეს იგი­ვეა, ბავშვს ბავ­შ­ვო­ბა წა­არ­თ­ვა და და­ა­სუს­ტო. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ ცხენს 3 წლის ასაკ­ში გავ­ხედ­ნით. ჭკვი­ა­ნი მხე­და­რი გა­სა­ხედნ ცხენს ნელ-ნე­ლა აჩ­ვევს, რომ უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს. და­საწყი­სის­თ­ვის თოკს მო­ა­ბამს და თა­ვის გარ­შე­მო წრე­ზე ატა­რებს; მე­რე გა­ხედ­ნის­თ­ვის ნელ-ნე­ლა მო­ამ­ზა­დებს; ვიდ­რე გა­ი­ხედ­ნე­ბა, ცხენს მხე­და­რი რამ­დენ­ჯერ­მე ზურ­გ­ზე უნ­და გა­და­აწ­ვეს, ნელ-ნე­ლა და ფრთხი­ლად. ბო­ლოს მოხ­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა. ზურ­გ­ზე შეჯ­დო­მი­სას მთა­ვა­რია, ცხენს სწო­რად, პირ­და­პირ სი­ა­რუ­ლი ვას­წავ­ლოთ, - გა­ხედ­ნამ­დე ცხე­ნი აქეთ-იქით აცა­ბა­ცა და­დის და აზ­რ­ზე არ არის, პირ­და­პირ რო­გორ გას­წი­ოს. არა­და, ჭე­ნე­ბა ეს არის, - გაფ­რე­ნა პირ­და­პირ ისე, რო­გორც მხე­დარს სურს! ამ გზა­ზე ცხენს ფე­ხე­ბის ძლი­ე­რი შე­მო­ჭე­რით და აღ­ვი­რის ფრთხი­ლი მო­ქაჩ­ვით მი­ვა­ნიშ­ნებთ. რო­ცა მხე­დარს მტკი­ცე ხე­ლი აქვს, ცხე­ნიც მტკი­ცედ გაჰ­ყ­ვე­ბა მის ნაჩ­ვე­ნებ მი­მარ­თუ­ლე­ბას. იფ­რენს და ამით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებს!

ეთერ ერაძე

კომენტარები

gia 2017-01-29 11:40
ipodromi ar gulisxmobs wres sadac imarteba dogebi :))
geronimo 2016-09-12 15:48
ipodromi saqartvelos agar aqvs modit aqedan daviwyot da is rac aris darchenili mxolod tavlebia ipodromi gulisxmobs wres sadac imarteba dogebi da sad gamartav dogs lisis tavlebtan?

კომენტარის დამატება