როგორ სტილში მოწყობილი სახლი შეგეფერებათ - ტესტი

1. თქვენი საყვარელი სასმელი
ა) მწვანე ჩაი ფაიფურის ჭიქით;
ბ) ჩაი ყინულით წვენის ჭიქასა და საწრუპით;
გ) ბალახების ჩაი უახლოესი კაფედან.

2. როგორ ცაიცვამდით ქალაგარეთ გასეირნებისას?
ა)კუბოკრული კაბა-პერანგი;
ბ) ნაქოვი სვიტერი და ჯინსი;
გ) ზოლიანი სვიტერი და წითელი ჯინსი.

3. თქვენი საყვარელი ძაღლის ჯიშია...
ა) ლაბრადორი;
ბ) გერმანული ნაგაზი;
გ) ჯეკ რასელ ტერიერი.

4. თქვენთვის საუკეთესო ტრანსპორტია:
ა) ჯიპი;
ბ)რეტროპიკაპი;
გ) ველოსიპედი.

5. აირჩიეთ ყვავილი/მცენარე:
ა) გარდენია;
ბ) ლავანდა;
გ) ქვის ვარდი (სუკულენტი).

შედეგები

თუ თქვენს პასუხებში ჭარბობს

ა ვარიანტი

http://hdwallpaperbackgrounds.net/wp-content/uploads/2015/10/classic-contemporary-living-room-interior-design-classic-style-living-room.jpg

თქვენი სახლის საუკეთესო სტილი კლასიკაა. გარშემო ანტიკვარიატი გახვევიათ.

სავარძლებისა და დივანის გადასაფარებელი შეკვეთით დაამზადებინეთ. მომთხოვნი ხართ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ და აღმერთებთ კომფორტს.
1. ფერთა პალიტრა: ცისფერია და მწვანე ფერების შეხამება. მცირე ჟოლოსფერისა და თეთრის დამატებით.
2. დივანი: მომრგვალებული სახელურები, დახვეწილი ფეხები, რბილი და მოხერხებული დასაჯდომი.
3. გაწყობა: შეგიძლიათ გამოიყენოთ სასადილო სკამებისა და დივანის ბალიშებისთვის, რათა ინტერიერს მკვეთრი შტრიხი შემატოთ.
4. განათება: თითბირის ჭაღი სანთლის იმიტაციით.
5. ფურნიტურა: ასეთი სახელურები გამოგადგებათ ანტიკვარიატის და თანამედროვე ავეჯისთვის.
6. ქსოვილი: გამოიყენეთ სელის ქსოვილი კუბოკრულის ვარიანტები.
7. იატაკი: ხის, თხილის ფერი შეუხამეთ ფარდაგები.
8. კოლექციები: XIX საუკუნის კერამიკა, არასდროს გამოვა მოდიდან.
9. საწოლი: ხის მასიური, მაღალი საზურგით.
10. ფანჯრები: ნეიტრალური ფერის ფარდები რგოლიან საკიდზე.
11. სასადილო მაგიდა: მასიურფეხიანი, ლაკწასმული, წაბლის.
12. სკამები: უინძორული სტილის სკამები, მაღალი საზურგით. მოდური და აქტუალურია.

ბ ვარიანტი

http://blog.froy.com/wp-content/uploads/2014/12/Scandinavian-Design-4.jpg
თქვენს სახლს მოუხდება მოდერნის სტილი. ინდუსტრიული სტილისა და რეტრო ელემენტების შეხამება მკაცრად არ გამოიყურება. პირიქით, ფერებით, სინათლითა და სასიცოცხლო ენერგიითა დამუხტული.
1. ფერთა პალიტრა: მარჯნისფერი ციტრუსისფერისა და ლიმონისფერი ნაცრისფერის შეხამება.
2. დივანი: მკაცრი ლაკონიური ფორმების. 60-იანი წლების დასასვენებელი მყუდრო ადგილი.
3. გაწყობა: ცისფერი გამოდგება რომაული შტორებისთვის.
4. განათება: ფრანგული სტილი ლამპა.
5. ფურნიტურა: ფორმა და ფუნქციურობა: ლაკონიური, მოდური და ელეგანტური.
6. ქსოვილი: გეომეტრიული და ფართეზოლიანი ქსოვილები. აგრეთვე ხალისიანი ფერის ტვიდი.
7. იატაკი: თეთრად შეღებილი ხე. უბეწვო ხალიჩები.
8. კოლექციები: ვინტაჟური გლობუსები თაროების შესავსებად.
9. საწოლი: საწოლიც და საზურგეც გემოვნებითაა შესრულებული, რომელიც ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის.
10. ფანჯრები: მკვეთრი, ხალისიანი ფერის ფარდები.
11. სასადილო მაგიდა: გასაშლელი, თეთრი სუფრით, შავი ფეხებით.
12. სკამები: ლაკწასმული სკამი-ბისტრო.

გ ვარიანტი

http://www.interiordesign777.com/wp-content/uploads/2013/10/American-country-style-interior-with-stairs.jpg
 თქვენს სახლის ქანთრი სტილი მოუხდება. ოდნავ ქალური, ნაზი და ძლიერი, - ეს სტილი კონტრასტებზეა შექმნილი. დაიწყეთ ქსოვილებისა და ტექსტურის შეხამება და მკვეთრი ფერების დამატება.
1. ფერთა პალიტრა: ნაცრისფერ-ყავისფერი, ცისფერ-ტალღისფერი, ღია სალათისფერი თეთრით.
2. დივანი: ქვედაბოლო-გადასაფარებელი, ის ადვილად იხსნება და ირეცხება.
3. გაწყობა: მაქმანიანი ან აჟურული ქსოვილი ბალიშებსაც მოუხდება.
4. განათება: მინის მაგიდის სანათი;
5. ფურნიტურა: კერამიკის ან მინის სახელურები, გამჭვირვალე ან მქრქალი.
6. ქსოვილი: ყვავილიანი პრინტისა და ზოლებიანის შეხამება, უპირატესობა კრემისფერს მიანიჭეთ.
7. იატაკი: ხის, ნატურალური ქსოვილის ფარდაგები.
8. კოლექციები: ფერადი მინის ბოთლები.
9. საწოლი: `შატოს~ კოლექცია. ხელოვნურად დაძველებური იერით.
10. ფანჯრები: გამჭვირვალე ქსოვილის თავისუფალი ფარდები.
11. სასადილო მაგიდა: ნათელი, დასაკეცი.
12. სკამები: მოხერხებული საზურგე და დაწნული დასაჯდომი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები