რა ხდება ეზოში, სადაც "ხელოვნურ სუნთქვას" იღებენ

თბილისში ერთ-ერთი ქუჩის ერთი ეზო, ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა. ეს არის ადგილი, სადაც სერიალს - "ხელოვნური სუნთქვა" იღებენ. უძველესი თბილისური ეზოს ბინადრები ახალი "მეზობლების" გადმოსვლით გახარებულები არიან და საამისოდ საკმარისი მიზეზი აქვთ. პოპულარული "მეზობლების" პირადული ამბების განვითარებას თვალს ჯერ ფანჯრებიდან, შემდეგ კი ეკრანზე ადევნებენ.
სერიალზე მომუშავე ჯგუფს გადასაღებ მოედანზე ვესტუმრე, მისვლისთანავე შევნიშნე ამ პოპულარული ეზოს ბინადარი, მანანა რეკვავა, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფის მოფუსფუსე წევრებს თვალს საკუთარი სახლის ფანჯრიდან ადევნებდა. ძველებურ რკინის დახვეულ კიბეს ავუყევი და კარზე დავაკაკუნე.

- შეიძლება შემოვიდე?
- მობრძანდით.
- თქვენს ახალ "მეზობლებზე" მინდა გელაპარაკოთ.
- ამ ახალგაზრდების მოსვლა ყველას გაგვიხარდა. აქ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი იყო და მათ გააკეთეს, ყვავილებით გაალამაზეს. ეზოში წყალი გუბდებოდა და ეს პრობლემაც მოაგვარეს.
- გადაღების დროს მათთან ჩადიხართ?
- არა, ვცდილობ, ხელი არ შევუშალო. მათ გადაღებულს ეკრანზე ვუყურებ. გადამღები ჯგუფის წევრებს ვიცნობ.
- რომელიმე ეპიზოდში თქვენც ხომ არ მოხვდით?
- მხოლოდ ერთ კადრში, ზურგით ვჩანვარ, მაგრამ იყო ეპიზოდი, როცა მათი მსახიობი ჩემთან ამოვიდა, ფანჯრიდან გადაიხედა და დაბლიდან გადაიღეს. ეს ეზო ძალზე პოპულარული გახდა.
- თქვენთვის დასახმარებლად თხოვნით მოუმართავთ?
- კი, არაერთხელ მოსულან და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ვეხმარები.
- რას ითხოვენ?
- კონკრეტული ნივთი სჭირდებათ ხოლმე და მეუბნებიან, - თუ გაქვთ, გვათხოვეთო.
- ეზოში რამდენი ოჯახი ცხოვრობს?
- 12. მთელი ცხოვრება ამ ეზოში მაქვს გატარებული, აქ დავიბადე და გავიზარდე, 72 წელი გავიდა. ეს პირველი შემთხვევაა, სხვა დროს აქ არასდროს არაფერი გადაუღიათ.
- ხმაურით ხომ არ გაწუხებენ?
- არა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები