რით ფასობს ჩეხური ”როკოკო” და როგორ გავარჩიოთ ყალბისგან

ამბობენ, რომ ანტიკვარული ლარნაკის ისტორია ჯერ კიდევ იმ დროიდან იწყება, როდესაც უძველეს თიხის ქოთნებს საკვების შესანახად ხმარობდნენ. მოგვიანებით ლარნაკ-ჭურჭელს უკვე ოქროსა და ვერცხლისგანაც ამზადებდნენ. ჩვენამდე არაერთ ლარნაკს მოუღწევია უძვირფასესი ქვებით შემკულს.


ანტიკვარული ლარნაკი სწორი და მკაფიო პროპორციებით, ასევე საოცარი ფერთა შეხამებით გამოირჩევა. ანტიკვარიატის ყველაზე ფასეული ნივთები მინის, მეტალის და ფაიფურის ლარნაკებია.
ბევრი მიიჩნევს, რომ პირველი საყვავილე ლარნაკი აღორძინების ეპოქაში გაჩნდა, როცა ინტერიერის ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდნენ, ლარნაკებს კი უძლიერესი ოსტატები ხელით ქმნიდნენ და ძვირფასი მასალით ამკობდნენ.


მე-18 საუკუნის როკოკოს

სტილის ლარნაკები ზომაშიც მასშტაბურია და ძალიან ბევრი დეტალითაა შემკული. უფრო თანამედროვე, მე-19-მე-20 საუკუნის ლარანაკებს უფრო მსუბუქი და რბილი ფორმები აქვთ. ამ პერიოდში მათ დასამზადებლად ძირითადად ფაიფურს და მინას იყენებდნენ. ეს ტრადიცია ჩვენს თანამედროვეობამდე გაგრძელდა.


რაცთუ შორეულ წარსულში ჩვენში ბევრი დიასახლისი ამაყობდა როკოკოს ლარნაკებითა თუ სერვიზებით. ეს ნივთები დღესაც არაერთ ოჯახში თვალსაჩინოდაა გამოფენილი. მათი უმეტესობა ჩეხური ნაწარმია. ჩეხური მინის (ბოჰემიური მინა, რომელსაც ხშირად როკოკოს უწოდებენ ხალხში) დამუშავების ტექნიკა ხომ მთელს მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული და ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს. ფერადი და გამჭვირვალე ბოჰემიური მინა უნიკალური ტექნოლოგიით მიიღება. მასში ხელით დამუშავებას დიდი წილი მიუძღვის.


მე-16 საუკუნის დასაწყისში ჩეხეთში 80-ზე მეტი სახელოსნო იყო, რომელიც მინისგან ნამდვილ შედევრებს ამზადებდა. ამ პერიოდში ჩეხეთში მასობრივად გადასახლდნენ საქსონიელი მინის ოსტატები, რომლებმაც წარმოებას "ახალი სუნთქვა" გაუხსნეს. კლასიკურმა ჩეხურმა და ახალმა საქსონიურმა ტექნოლოგიებმა გარდატეხა შეიტანეს მინის დამუშავების ისტორიაში და 1684 წელს მიიღეს არაჩვეულებრივად სუფთა და გამჭვირვალე მინა, რომელსაც ბოჰემიური სასწაული უწოდეს. ასე დაიბადა ბოჰემიური მინის ლეგენდა, რომელიც დღესაც თითქმის ყველა ჩვენგანის სახლში "სუნთქავს". იშვიათად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც ერთი ბოკალი ან ლარნაკი არ მოეძებნებოდეს ჩეხური მინისგან დამზადებული.


ბოჰემურ მინას არაერთი მონარქის სასახლე დაუმშვენებია და დღესაც ამშვენებს უმდიდრესი აპარტამენტების ინტერიერს. ამ მინას საუკუნეებისწინანდელი ტექნოლოგიის მსგავსად, ჩეხეთში დღესაც სანახევროდ ხელით ამუშავებენ.


ძნელი სათქმელია, რამდენად უხდება ბოჰემური მინა თანამედროვე ინტერიერს - ეს წმინდა გემოვნების საკითხია. თუმცა შეუძლებელია ამ ჭურჭელში ვერ შენიშნო ის ხიბლი, რამაც მას საუკუნეები გამოატარა. წარმოგიდგენთ ბოჰემურ მინას - ფერადს და გამჭვირვალე ნიმუშებს. ვარდისფერი შეფერილობა მინას მარგანეცის დამატებით ეძლევა, მწვანე - რკინის დამატებით, წითელი კი სპილენძის დამატებით. სხვათა შორის, ჩეხეთის მინის საამქროებში ამ შედევრების შემქმნელებს საშუალოზე დაბალი ხელფასი ეძლევათ და მძიმე სამუშაოს გამო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ნაკლებია.

როგორ გამოვიცნოთ ნამდვილი ბოჰემიური მინა ყალბისგან
1. გაუსვით მას სველი თითი - ზარივით წკრიალა ხმა უნდა გამოსცეს. უბრალო მინა ამ დროს დუმს
2. ბოკალები ერთმანეთზე მიჭახუნებისას გაბმულ, ექოსავით ხმას გამოსცემენ, ფეხი კი თიტოს ვიბრაციას გამოსცემს
3. ბოჰემიურ მინაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჰაერის ბუშტუკი, ზედაპირი იდეალურად თანაბარი და გამჭვირვალეა. საღებავის ფენაც თანაბრად არის განაწილებული და რაც არ ინდა მსხვილი "როკოკოს" ყვავილი ამშვენებდეს, ნამცეციც არ უნდა ძვრებოდეს.
4. ბოჰემიურ ჭურჭელს არ აქვს არანაირი ნაწიბური

კომენტარები

თამარი 2019-08-24 00:54
ვყიდი ბოჰემური ფაიფურის სადილის სერვიზს, იდეალურ მდგომარეობაში, 6 კაცზე, 35 ნაჭერი. მთის პაიზაჟის ხედებით. დაინტერესების შემთხვევაში დამირეკეთ 599114682
liko 2017-07-10 20:19
shevidzen dzvel rokokos ojaxidan realur fasebshi.
lela 2017-03-15 12:59
chexetshi churcheli imitom girz ufro zviri,rom es qveyana evrokavshiris wevria,sadac zalian magalia gadasaxadebi warmoebisa da realizaciis yvela etapze.
ნ.მ. 2016-12-14 17:34
ფაქტია _ ეს ჭურჭელი ჩეხეთში უფრო ძვირი ღირს,ვიდრე ჩვენთან. ორიგინალი მაქვს მხედველობაში და არა ნაყალბევი. იქნებ ვინმემ ამიხსნას, რატომ?
Mako 2016-09-30 17:20
Tu vinme yidis shemexmianet vedzeb kobaltebsa ki

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები