"მე მტრები არ მყავს... ჩემი აზრით, ხანძარი "თელასის" დაუდევრობით გაჩნდა"

უკვე რამდენიმე წელია თბილისელებისთვის დროის სასიამოვნოდ გასატარებელ ადგილად ლოტკინის დასახლებაში მდებარე "გარდენიაც" იქცა, სადაც ზამთარ-ზაფხულ შეგიძლია ულამაზესი მცენარეების გარემოცვაში აღმოჩნდე და მათი მოვლის თაობაზეც ძალიან სასარგებლო რჩევები მიიღო.

აქაურობის მასპინძელი ზურა შევარდანაძეა, რომლის განსაკუთრებული ძალისხმევის შედეგად იქცა "გარდენია" წალკოტად. შესაბამისად, 2 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია "გარდენიაში" ხანძირის გაჩენის თაობაზე, ბევრისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ჩვენ დავინტერესდით რა ზარალი მიადგა ბევრისთვის საყვარელ ბაღსა და რამ გამოიწვია ხანძარი?

როგორც ადგილზე გვითხრეს, ხანძარმა ქოთნების სასაწყობე მეურნეობა და ინვენტარი გაანადგურა, მცენარეები კი არ დაზიანებულა, თუმცა ზარალი

მაინც ძალიან დიდია.

ზურა შევარდნაძე:
- ელექტროგადამცემი ხაზის შედუღების სამუშაოების შედეგად, რომელსაც კომპანია "თელასი" აწარმოებდა, ნაპერწკალი ჩვენს საწყობში მოხვდა, იქ, სადაც პლასტმასის ქოთნები ინახებოდა. ეს ფაქტი, რასაკვირველია, გაუფრთხილებლობითა და ჩემი აზრით, დაუდევრობით იყო გამოწვეული, რის შედეგადაც ჩვენი სასაწყობე მეურნეობა მთლიანად განადგურდა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ბაღი და მცენარეები არ დაზიანებულა. ყველაფერი უკვე ჩვეულ რეჟიმში მიდის და სტუმრებსაც ძველებურად ვმასპინძლობთ.

დიდი ფინანსური და მორალური ზიანი მივიღეთ. ჩვენს უკან მდებარე მეზობლის საწყობიც დაზიანდა. საბედნიეროდ, ფიზიკურად არავინ დაშავებულა. მიუხედავად ამისა, მომხდარი ვერ შეგვაშინებს, ყველაფერს გავუძლებთ და ფინანსურ სირთულეებსაც გადავლახავთ". განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები