ჰოლანდიური ტიტების ქართული წინაპარი და ყვავილი, რომელიც საცხოვრებელ სახლზე გაცვალეს

მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმებულან რომელი ქვეყანაა ულამაზესი ყვავილის - ტიტას სამშობლო და ამ საკითხში ერთ-ერთ პრეტენდენტად, სრულიად სამართლიანად, საქართველოც შეიძლება ჩაითვალოს.

1633 წელს, ჰოლანდიის ქალაქ ხორნში ამ ყვავილის სამი ბოლქვის ქვის საცხოვრებელ სახლზე გადაცვლის ფაქტი, მსოფლიოს ისტორიაში შევიდა, როგორც იმ დროინდელი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური კრიზისის დასაწყისი. მიხვდით ალბათ ტიტის ბოლქვებზეა საუბარი. ისინი 1570- იან წლებში მოხვდნენ სპარსეთიდან ჰოლანდიაში და უკვე 50 წლის შემდეგ მთელი ჰოლანდია და ევროპის დიდი სახელმწიფოები „ტიტამანიამ“ მოიცვა. ტიტების ახალი ჯიშების გამოყვანისათვის სელექციონერებს ნამდვილი ხელჩართული ომი

ჰქონდათ გაჩაღებული.რა გასაკვირია — ტიტების ახალი ჯიშების თითოეულ ბოლქვში ცვლიდნენ სახლებს, ცხენებს, ჰექტრობით მიწებს, ხორბალს. ფსონად დებდნენ ბანქოში და ოქროს ერთეულადაც იყენებდნენ. ტიტებს ეტრფოდნენ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ მეთოტხმეტე, ავსტრიის იმპერატორი ფრანც მეორე, კარდიანლი რიშელიე და თვით ვოლტერიც. ტიტები ფუფუნებისა და ძალაუფლების სიმბოლო გახდა.

ნამდვილ სენსაციად იქცა 1637 წელს მოლილისფრო-შავი ტიტის გამოყვანა სელექციონერების მიერ. იმავე წლის 15 მაისს, ამ მოვლენის აღსანიშნავად ქალაქ ჰარლემის ქუჩებში დღესასწაულიც კი მოაწყვეს — ქალაქის ქუჩებში შავი სამოსით მორთული მებაღეები თეთრ ტახტრევანზე დავანებულ შავ ტიტას დაატარებდნენ და ლექსებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები