გაზაფხულზე თბილისში ახალი მეტროსადგური გაიხსნება

თბილისს მალე კიდევ ერთი, 23-ე მეტროსადგური შეემატება. მისი მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის მაისში დასრულდება, ამის შესახებ "საქართველოს მუნიპალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ახალი მეტროსადგური მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და მოქალაქეებს სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს.

"ახლა სადგურში ძირითადად ბეტონის დასხმითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გერმანული წარმოების ესკალატორები ჩამოგვივიდა, რომლის დამონტაჟებასაც თვის ბოლოს დავიწყებთ. ჩვენ დღეს მორგებულები ვართ ევროპულ სტანდარტებს",- განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მეტროსადგური "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. მგზავრები, ჯამში სულ

4 ამოსასვლელით ისარგებლებენ. გაგრძელება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები