ივანიშვილმა გურული ოჯახისგან 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, 45 ათას დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიიდან მიაწოდეს.

სწორედ ამ სოფელში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს ბაობაბის ხე, რომლის ასაკიც ადგილობრივთა გადმოცემით, მინიმუმ ასი წელია. თავად ოჯახი, რომელსაც ხე ეკუთვნის, ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მეზობლების ინფორმაციით, ხის სანახავად თავდაპირველად სოფელს ექს-პრემიერის ძმა ადიკო ივანიშვილი ეწვია, ამ დღეებში კი ხე თავად ბიძინა ივანიშვილმაც ინახულა.

"მოვიდნენ, დაათვალიერეს ფესვები, გაზომეს, გადაუღეს სურათები, თქვეს,

რომ გადატანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ხეს ფოთლები გასცვივაო" - ამბობს ერთ ერთი მეზობელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილები ხეში 45 ათას აშშ დოლარს იხდიან. იხილეთ ვრცლად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები