ამ მატარებლების ბილეთებს ხალხი თვეობით ელოდება - გასაოცარი ინტერიერი

ასეთი მატარებლებით მგზავრობა ადვილი როდია. ჩვეულებრივ მატარებლებთან შედარებით ასეთი მატარებლების ბილეთების ფასი მართლაც საოცრად მაღალია, თუმცა მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ მსგავსი პირობებით მოგზაურობის შანსი შეიძლება აღარ მოგეცეთ, ბილეთის ფასიც მისაღებად მოგეჩვენებათ. 


ბილეთის ფასი მხოლოდ ერთ-ერთი სირთულეა, რომელიც ამ მატარებლით მგზავრობის სურვილის შემთხვევაში შეიძლება შეგხვდეთ. საქმე ის არის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მატარებლების უმრავლესობა წელიწადში მხოლოდ ერთხელ გადის ერთი პუნქტიდან მეორეში. ბილეთის ყიდვის პროცესი კი შეიძლება თვეები გაიწელოს, მსურველი ხომ უამრავია.



აღმოსავლეთის ექსპრესი
ბილეთის ფასი 1160 დოლარიდან იწყება
ეს გახლავთ პირველი

სარკინიგზო გზა, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა აღმოსავლეთი და დასავლეთი. ეს მატარებელი ყველაზე ცნობილი აგათა კრისტის პოპულარული რომანის, “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” გამოსვლის შემდეგ გახდა.



Eastern & Oriental Express
ბილეთის ფასი 2 217 დოლარიდან იწყება
ეს მატარებელი შეგიძლიათ შეადაროთ ნებისმიერ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს. მისი მარშრუტია სინგაპური - მალაიზია - ბანგკოკი.



The Golden Chariot
ბილეთის ფასი 5 730 დოლარი
ეს მატარებელი ყველაზე ლამაზ სამგზავრო მატარებლად ითვლება. სტილით ინგლისის დედოფლის ძველ მატარებლს ჰგავს.



Rovos Rail
ბილეთის ფასი 1 200 დოლარიდან
მატარებლის კუდში არის ვაგონი, რომელიც გამორცეულია უმარავი ფანჯრითა და პანორამული ხედით.



Maharajas Express
ბილეთის ფასი იწყება 6 840 დოლარიდან
ეს აზიის ყველაზე ძვირადღირებული მატარებელია. ის ინდოეთის სამეფო სასახლის ასლია.



მატარებელი "იმპერატორის რუსეთი"
ბილეთის ფასი 5 274 დოლარიდან იწყება
ეს ყველაზე გამორჩეული და კომფორტული მატარებელი სამი მიმართულებით ასრულებს მარშრუტს წელიწადში მხოლოდ ერთხელ.



მატარებელი Blue Train
ბილეთის ფასი 740 დილარიდან იწყება
მატარებელი სამხრეთ აფრიკის სამხრეთ სანაპიროზე მოგზაურობს. ამ მატარებლის მგზავრებს შეუძლიათ დაინახონ ჟირაფები და ანტილოპები.



მატარებელი "ოქროს არწივი"
ეს მსოფლიოს ყველზე ძვირადღირებული სამგზავრო მატარებელია. ამ მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში განთავსებულია ბარი, ფორტეპიანო და საკუთარი ბიბლიოთეკა. ამ მატარებლის მარშრუტია მოსკოვი - ვლადივოსტოკი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები